დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ტურისტული ლოგო შეირჩა, თუმცა მერია კონკურსს ისევ გამოაცხადებს
2015/09/23 09:01:49

ქუთაისის მერიამ ქალაქის ტურისტული ლოგოს შესარჩევად კონკურსი თვეზე მეტია გამოაცხადა. როგორც ირკვევა, საკონკურსო კომისიამ შეარჩია ლოგო, ეს იყო სოსო უგრეხელიძის ნამუშევარი. თუცმა, როგორც თავად ტურიზმის განყოფილებაში აცხადებენ, გამარჯვებულმა ნამუშევარმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ამის გამო თვითმმართველობა კონკრუსის გამოცხადებას ხელახლა გეგმავს. 

 

მერიის ტურიზმის განყოფილებამ ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც აქვე გთავაზობთ: 

 

ქუთაისის ტურისტული ლოგოს შესარჩევად კონკურსი ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა. წარმოდგენილი 38 ვარიანტიდან კომისიის მიერ შეირჩა ერთი, თუმცა არ მომხდარა ლოგოს ოფიციალურად დამტკიცება. 


კომისიის მიერ შერჩეულმა ლოგომ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამის გამო ქუთაისის მერია ქალაქის ტურისტული ლოგოს შესარჩევ კონკურსს რამდენიმე დღეში ხელმეორედ გამოაცხადებს. მერიაში შემოსული ლოგოს ვარიანტები იქნება საჯარო. ყველა ადამინს მიეცემა საშუალება შერჩევაში მიიღოს მონაწილეობა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5927
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია