საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"რა უნდა ვიცოდეთ ტრეფიკინგზე" - იმერეთის მედიისთვის სემინარი გაიმართება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/09/23 03:17:50

ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით,   ქუთაისში  საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომელიც იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხორციელდება.  პროექტის მიზანია, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) სახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მათი ინფორმირება და რისკების თავიდან აცილების საშუალებების გაცნობა.


პროექტ- „რეგიონული მედია ტრეფიკინგის პრევენციისთვის იმერეთში“- საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია ახორციელებს. პირველი საინფორმაციო შეხვედრა იმერეთის რეგიონში არსებული პრესიის, ტელე-რადიო მაუწყებლობისა და ინტერნეტმედიის წარმომადგენლებისათვის გამართება 2015 წლის 24 სექტემბერს ქუთაისში, პრესის სახლში, მეოთხე სართულზე, 11:00 საათზე.


საინფორმაციო შეხვედრას წარმართავენ რეგიონული მედიის ასოციაციის, იუსტიციის სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.


ტრეფიკინგის პრევენციისათვის იმერეთის რეგიონში სხვადასხვა სახის საინფორმაციო ღონისძიება ჩატარდება.შეხვედრებზე მსმენელებს განუმარტავენ არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის საფრთხეებს, როგორ დაიცვან თავი, რათა არ იქცნენ ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლად; როგორ ებრძვის სახელმწიფო ტრეფიკინგს და რა დახმარებას სთავაზობს სახელმწიფო დანაშაულის მსხვერპლსა და დაზარალებულს.

 

საინფორმაციო შეხვედრაზე გამოცხადდება კონკურსი რეგიონული მედიისთვის, საუკეთესო ბეჭდური სტატიის, საუკეთესო მულტიმედიური ონლაინმასალის, საუკეთესო ტელე და რადიო სიუჟეტისთვის. პროექტის დასასრულს, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და ინტელექტუალური პრიზებით.

 

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს.

 

სემინარზე დასწრება თავისუფალია იმერეთის მედიის ნებისმიერი წარმომადგენლისათვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის კოორდინატორს,  ნატო გუბელაძეს 599 107794; 577 247711

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 14211
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია