ხანძარი ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე. სოფელ გუმბრას ტერიტორიაზე ცეცხლი მინდორში გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო არსებობდა დასახლებულ პუნქტებში ხანძრის გავრცელების საშიშროებაც, თუმცა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.
მთლიანად დაიწვა ადგილობრვი მოსახლის თხილის ბაღი.
ადგილზე იმერეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ