დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
3 ოქრო და 3 ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან
2015/09/21 10:54:56

19 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა ავსტრიის ქალაქ ობერვარტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კიდევ 2 ოქროს მედალი მოიპოვა. 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი გახდა, ხოლო მძიმე წონაში პირველობა არავის დაუთმო გურამ თუშიშვილმა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ტურნირის პირად შეჯიბრში გამოსვლა სულ ხუთი, 3 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. შეგახსენებთ, პირველ დღეს ჩემპიონითამაზ კირაკოზაშვილი გახდა (-73), ხოლო ბრინჯაოს მედლები გიორგი კაციაშვილმა (-73) და თორნიკე ნაგლიაშვილმა (-60) მოიპოვეს.

 

ხოლო საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტმა ნაკრებმა  გუნდურ პირველობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


რეპეშაჟში ქართველმა ძიუდოისტებმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში უკრაინის ნაკრები დაამარცხეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატის გუნდურ პირველობაში ჩაერთო.

ჩვენმა ნაკრებმა ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც მას ფინეთის მძლეველი რუსეთი შეხვდა. სამწუხაროდ ქართველებმა რუსეთის გუნდის დამარცხება ვერ შეძლეს. ამის შემდეგ ქართველი ძიუდოისტები რეპეშაჟში გადავიდნენ.

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 14882
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია