დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უკანონო თევზჭერისთვის ერთი პირი დააკავეს
2015/09/18 09:24:40

1982 წელს დაბადებული მნაცაკან ს. უკანონო თევზჭერის ფაქტზე ამხილეს.

სამართალდამცველებმა, მხილებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, ელექტროშოკის აპარატი და სხვადასხვა სახეობის 40 კგ თევზი ამოიღეს. უკანონოდ დაჭერილი თევზის ღირებულებამ 3 000 ლარი შეადგინა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მნაცაკან ს-მ თევზი წალკის რაიონის სოფელ დარაკოვში, მდინარე ქციაში, ელექტროშოკის აპარატის გამოყენებით დაიჭირა. მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ელექტროშოკის აპარატის გამოყენებით უკანონო თევზჭერის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 300-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

წყარო: http://police.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2648
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია