საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გიგი უგულავა თავისუფალია და უკან დახევას არ აპირებს...
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/09/18 06:02:09

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა.


სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტლება, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, საკონსტუტიციო სასამართლომ მიუთითა, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომელსაც გიგი უგულავა ასაჩივრდება, იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული. ეს კი ხელყოფს მისი, როგორც ბრალდებულის, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებით დაცულ უფლებას.

 

ზოგადად, ადამიანი ციხიდან გამოდის დაბოღმილი და ცდილობს, ქვეყანა გადაატრიალოს. მაგრამ ეს განცდა ერთი წუთითაც არ მაქვს, - განაცხადა პატიმრობიდანგათავისუფლებულმა გიგი უგულავამ - "მე ვიცი, რა არის სიკეთე ქვეყნისთვის და ამ  სიკეთისთვის ვაპირებ ბრძოლას იმადამიანებთან ერთად,  რომლებმაც დღეს ამდენი ხანი გაუძლეს და იყვნენ აქ. 

 

არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არასდროს ბოღმით არ დავიწყებთ მოქმედებას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არ გვინდა, რომ ივანიშვილს დავემსგავსოთ, რომელსაც მხოლოდ ბოღმა ამოძრავებს. ის ხალხს დაპირდა უამრავ რამეს და ამის შემდეგ რომ არ  შეესრულებინა ესდაპირებები, ყველაზე იაფი გადაწყვეტილებები იპოვა და დაგვიჭირა ჩვენ, გააქცია ხალხი და გამოაცხო პოლიტიკური დევნა. ვენახში მას მოუწევს ფულის გადახდა, მაგრამ ამაში არ მოუწევს. ივანიშვილს ღმერთმა შეარგოს ის თავის ფულიც და რაც აქვს, მაგრამ ქვეყნის ხარჯზე, თითოეული მოქალაქის გაუბედურების ხარჯზე არც მას შეერგება ეს", - განაცხადა უგულავამ. 

 

პატიმრობიდან გათავისუფლებული გიგი უგულავა "უკან დახევას" არ აპირებს. ამის შესახებ მან  ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს განუცხადა - ის იბრძოლებს იმ ადამიანების გვერდით, ვინც ბოლომდე გვერდით უდგას. 

 

"ამ ბრძოლას იმიტომ ჰქონდა აზრი, რომ გამოჩნდა ყველაფერი. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც როგორც კი თანამდებობიდან წავედი, იმ წამსვე დაიკარგნენ, მაგრამ გამოჩნდა უამრავი ადამიანი, რომელსაც მანამდე ვერც ვამჩნევდი. მე არ მაქვს უფლება, უკან დავიხიო. ამ ადამიანებს აქვთ რწმენა, ეს რწმენა არის გადამდები და გამარჯვების, რომელიც ქვეყანას ამ კრიზისიდან გამოიყვანს", - განაცხადა თავისუფალმა გიგი უგულავამ. 

 

მისივე თქმით, ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა, რომელსაც ხელისუფლება ვერ აცნობიერებს. "ძალიან მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში. ყველაზე მძიმე მდგომარეობაა არა იმის გამო, რომ ლარი უფასურდება, ეკონომიკა ცუდ მგდომარეობაშია, არამედ ის არის მთავარი, რომ ამ ხელისუფლებამ სამი წლის მერეც ვერ გაიგო, რომ აქვთ პრობლემები და ამ პრობლემებს მოგვარება უნდა. მათ არ ესმით დიპლომატიური ენისაც და ჰგონიათ, რომ როცა ეუბნებიან პოლიტიკურ პატიმრებს უნდა მიხედონ და საჯაროდ არ კიცხავენ, ჰგონიათ, რომ ეს არაფერია და უნდა გაატარონ. ივანიშვილი ვერ გრძნობს ვერანაირ საერთაშორისო კონტექსტს, რა გეოპოლიტიკური მდგომარეობაა ქვეყნის გარშემო. ის ვერ გრძნობს, რა ხდება შიგნით ქვეყანაში. ივანიშვილს არ ანაღვლებს და არ აინტერესებს არაფერი. მას აინტერესებს ძალაუფლების შენარჩუნება. ამისთვის ის ვალდებულია გავიდეს არჩევნებზე. არ შეცვლის საარჩევნო კოდექსს? იმ საარჩევნო კოდექსით მოვუგებთ, რომლითაც ჩვენ წავაგეთ 2012 წელს. მთავარია ქვეყანა მივიდეს არჩევნებამდე მშვიდად და არჩევნებზე გავისტუმროთ ეს ადამიანი და ის უბედურებები და შავი კოშმარი, რაც ქვეყანას დაატეხა თავს ამ ადამიანმა, უნდა დამთავრდეს", - ასე ფიქრობს გიგი უგულავა. 

 

 "შევბრუნდები თუ არა ციხეში, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მთავარი დღეს არის, რომ დავასრულოთ პოლიტიკური დევნა ქვეყანაში, გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები, რომლებიც არიან გლდანისა თუ მატროსოვის ციხეში, შევწყვიტოთ პოლიტიკური დევნა პოლიტიკურ ლიდერებზე და ასეთ პირობებში თუ აქვს შნო, უნარი და თუ გრძნობს ხალხის მხარდაჭერას, გამოვიდეს თუნდაც იმ საარჩევნო კოდექსით, რომლის შეცვლასაც არ აპირებს". 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 20980
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია