დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამოცდების ეროვნული ცენტრი სტუდენტების დასაქმების პროექტთან დაკავშირებით დამატებით განცხადებას ავრცელებს
2015/09/17 09:47:30

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გრანტის არმქონე სტუდენტების დასაქმების პროექტთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს.

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, პირველ ეტაპზე პროექტში რამდენიმე სახელმწიფო სასწავლებლის (თსუ, სტუ, ილიაუნი, სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია) ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები ჩაერთვებიან. ცენტრის ცნობით, პროექტის წარმატების შემთხვევაში, მომდევნო ეტაპზე სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.

გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ პროექტში მონაწილეობა შეუძლია სტუდენტს, რომელსაც არ აქვს სახელმწიფო გრანტი (მათ შორის, სოციალური), არ სწავლობს ე.წ. უფასო ფაკულტეტზე და აკმაყოფილებს ერთ-ერთს მაინც შემდეგი კრიტერიუმებიდან:

  • მუშაობს და მიღებული ანაზღაურებით იხდის სწავლის საფასურს (შეუძლია წარმოადგინოს ცნობა სამსახურიდან);
  • ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა 100001 ან ნაკლებია;
  • სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეჩერებული აქვს სტატუსი;
  • არის რეგიონიდან და, შესაბამისად, უწევს დამატებითი სახსრების გაღება თბილისში ცხოვრებისათვის.

იმის გათვალისწინებით, რომ მსურველებს (როგორც მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ახალგაზრდებს) რეკომენდაცია უნდა გაუწიოს უმაღლესმა სასწავლებელმა და, შესაბამისად, უნდა იცნობდეს მათ, ამ ეტაპზე პროექტში პირველკურსელების ჩართვა რთული იქნება. პროექტში მონაწილეობის მსურველთა დიდი რაოდენობის შეთხვევაში უპირატესობა მიენიჭებათ მე-2 და მე-3 კურსელ ახალგაზრდებს.

ამასთან, გამოცდების ეროვნული ცენტრი საზოგადოებას დიდი დაინტერესებისათვის დიდ მადლობას უხდის.

,,დიდ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც დაინტერესდა და გამოეხმაურა სოციალურ პროექტს, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასწავლებლების, სტუდენტების, მოქალაქეების მოსაზრებები პროექტის შესახებ, რომლებიც ამ ინიციატივის შემდგომ დახვეწასა და გაუმჯობესებაში დაგვეხმარება,” – აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

 

 

წყარო: http://edu.aris.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4422
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია