საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პედაგოგთა ახალი სქემის დანერგვის პროცესი დაიწყო – რა პროცედურებს გადიან სკოლები და მასწავლებლები
2015/09/17 09:41:01

,,წელს მართლაც დატვირთული წელი გვექნება” – ეს განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა. გიორგი მაჩაბელმა დატვირთულ წელში პედაგოგებისთვის პროფესიული გნვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის ამოქმედება და სქემასთან დაკავშირებული აქტივობები იგულისხმა. რა გაკეთდა და რის გაკეთება იგეგმება მომავალში იმისთვის რომ სქემა ამოქმედდეს?! მაჩაბელის ინფორმაციით, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მიმდინარეობდა სკოლების დირექტორების კონსულტირება. მომზადდა სკოლის გზამკვლევი, თვითშეფასების კითხვარი და ამოქმედდა ცხელი ხაზი. 2 200 220 (4708 შიდა)

სექტემბრის ბოლოს პედაგოგები გადანაწილდებიან სქემით განსაზღვრულ საფეხურებზე და მიენიჭებათ სტატუსების დამდასატურებელი სერტიფიკატები. ამ პერიოდიდანვე ექნებათ ელექტრონულ სისტემაზე წვდომის საშუალება.  ოქტომბრიდან კი კრედიტების შესაგროვებლად საჭირო ტრენინგები დაიწყება.  

,,სქემის გზამკვლევი მომზადებულია თუმცა ჯერ პირველი ნაწილი. მეორე ნაწილის გამოცემა დეკემბერში იგეგმება. პირველ ნაწილში საუბარია, თუ რა აუცილებელი ღონისძიებები უნდა განახორციელოს სკოლამ და პედაგოგმა. რა უნდა გააკეთოს ადმინისტრაციამ, შეფსების ჯგუფმა თუ ფასილიტატორმა. გამოიცა თვითშეფასების კითხვარი და ეს კითხვარი ყველა პედაგოგს უფასოდ დაურიგდება. მოვამზადეთ ფასილიტატორები, სკოლის დირექტორები გაივლიან ლიდერობის აკადემიას, ანუ სკოლის მენეჯმენისა და მართვის კურსებს- ფინანსურ დეტალებს, შესყიდვების საკითხებს – რა თქმა უნდა სქემასთან და სკოლის მართვასთან დაკავშირებულს. მეორე ნაწილში კი აღწერილი იქნება შემდგომი ეტაპის ღონისძიებები, ”- განაცხადა გიორგი მაჩაბელმა.

სქემის იმპლემენტაციის საწყის ეტაპთან დაკავშირებით Aris.ge-განათლებამ ცენტრს დამატებითი კითხვებით მიმართა: კითხვებზე  ექპერტმა მანანა რატიანმა გვიპასუხა.

unnamedპედაგოგების სქემაში გადანაწილების პროცესი ამდროისთვის რა ეტაპზეა და როგორც ხდება მათიგადანაწილება, გასაუბრებით თუ დოკუმენტაციის შესწავლით?

-ამ დროისთვის მართვის საინფორმაციო სისტემაში საჯარო სკოლებმა უკვე ატვირთეს მოთხოვნილი ინფორმაცია მასწავლებლების სტაჟისა და კვალიფიკაციის შესახებ. ასევე გაკეთდა განაცხადი კერძო სკოლებისთვის, რომლებიც გეგმავენ სქემაში ჩართვას და მიმდინარეობს კერძო სკოლების რეგისტრაცია. ამის შემდეგ ყველა სკოლას მიუვა ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გადაამოწმონ შეყვანილი ინფორმაციის სისწორე და მასწავლებლებს მიეცემათ მონაცემების გადამოწმებისთვის დრო. 30 სექტემბრისთვის მასწავლებლების განაწილების პროცესი დასრულდება. გასაუბრება გათვალისწინებული არ არის, რადგან განაწილების კრიტერიუმებია არის თუ არა მასწავლებელი სერტიფიცირებული და აქვს თუ არა მას დოქტორის ხარისხი. შემდგომში სტატუსის შეცვლისთვის უკვე სხვა შეფასების სისტემა ამუშავდება, რის შესახებაც ინფორმაცია მასწავლებლებს უკვე აქვთ. ისინი უკვე იცნობენ სქემის დოკუმენტს, რომელიც 20 თებერვალს გამოქვეყნდა.

– გარე დაკვირვება როდიდან დაიწყება?

– გარე დაკვირვებისთვის უკვე შექმნილია კრიტერიუმები, მიმდინარეობს მათი პილოტირება. ეს პროცესი დასრულდება დეკემბერში და შემდგომ უფროს მასწავლებლებს საშუალება ექნებათ გაიარონ გარე დაკვირვება. გარე დაკვირვება მასწავლებლის პრაქტიკაში ერთხელ მოხდება.

– კრედიტების დაგროვების პროცესი რომელი თვიდან დაიწყება?

– მასწავლებლები სქემაში განაწილების შემდეგ იწყებენ კრედიტქულების დაგროვებას. უკვე ცნობილია ის აქტივობები, რომლებიც შეუფასდებათ და მათ კარიერაში დაწინაურების საშუალებას მისცემს. გზამკვლევის მეორე ნაწილი სწორედ შეფასების სტანდარტიზებულ ინსტრუმენტებს მიეძღვნება და დეკემბერში იხილავს დღის შუქს, რაც მასწავლებლებისთვის ერთგვარი დახმარება იქნება, ისინი პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ, თუ როგორ დაგეგმონ ესა თუ ის აქტივობა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მასწავლებლების ნაწილს, რომლებიც 2011-2014 წლების პროფესიული განვითარების სქემაში ნებაყოფლობით იყვნენ ჩართულები, საშუალება ექნებათ საკუთარი საქმიანობის შეფასების, ამისთვის მათ უკვე გააკეთეს განაცხადები და დოკუმენტაცია 21 სექტემბრამდე უნდა წარმოადგინონ. ეს პროცესი დეკემბერში დასრულდება. უფროს მასწავლებლებს ეძლევათ საშუალება 6 კრედიტქულა მოიპოვონ, ხოლო წამყვანებს – 10.

– ფასილიტატორები  უკვე შერჩეულები არიან? ვინ იქნებიან და როგორ მოხდა მათი შერჩევა?

– რიგ სკოლებში, ფასილიტატორები უკვე შერჩეულია და შეფასების ჯგუფები დაკომპლექტებული, თუმცა სკოლებს ამისთვის ვადა 15 ოქტომბრამდე აქვთ. იმისთვის რომ პროცესები სკოლებში ორგანიზებულად წარიმართოს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა ტრენინგი, რომელიც ყველა საჯარო სკოლის დირექტორსა და დირექტორის მოადგილეს სასწავლო დარგში ჩაუტარდა. ასევე გამოიცა გზამკვლევი, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი ეს პროცედურები.

– როდიდან იწყებენ ფასილიტატორები მუშაობას?

– ფასილიტატორები მუშაობას დაიწყებენ მას შემდეგ, რაც დაკომპლექტება შეფასების ჯგუფები, ჩატარდება ფასილიტატორებისთვის პირველი ტრენინგი. ეს ტრენინგი მიეძღვნება მათ ზოგად ფუნქცია-მოვალეობებს, ასევე თუ როგორ უნდა დაეხმარონ ისინი კოლეგებს თვითშეფასების კითხვარის შევსებასა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

– სანამ ფასილიტატორები არ იქნებიან დამტკიცებულები – რეალურად მუშაობა მაინცმიმდინარეობს სქემის ფარგლებში?

– მუშაობა მიმდინარეობს ცენტრში, ასევე სკოლებში რადგან სქემის დანერგვა კომპლექსურია და არაერთ ასპექტს მოიცავს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მასწავლებლები ინტერესით ეცნობიან სიახლეებს, რასაც ჩვენ მათ ვაწვდით. ასევე თითოეულმა უკვე გაიაზრა სქემის მნიშვნელობა და სქემაში დაისახეს საკუთარი გზა, რომლის გავლაშიც ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით.

ცენტრში იმედოვნებენ რომ ზუსტად ერთი წლის შემდეგ ამავე დროს პროექტის წარმატებებზე ისაუბრებენ. თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ საპილოტე ვერსიის შედეგებიდან გამომდინარე შესაძლოა სქემა შეიცვალოს.

 

წყარო: http://edu.aris.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4762
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია