დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არაძალოვან უწყებებში დასაქმებულ ქალთა და მამაკაცთა რაოდენობა თითქმის თანაბარია
2015/09/17 09:22:53

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა გენდერულ ჭრილში კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

 

საკითხისადმი არსებული მაღალი საჯარო ინტერესის გამო ინსტიტუტი უკვე მეორე წელია იკვლევს გენდერულ სტატისტიკას, რომელიც ასახავს გენდერული თანასწორობის ვითარებას საჯარო სექტორში. კვლევის ფარგლებში IDFI შეეცადა გაერკვია რამდენად უზრუნველყოფილია გენდერული თანასწორობა საქართველოს საჯარო დაწესებულებებში. კვლევაში ცალ-ცალკე არის წარმოდგენილი მონაცემები სამინისტროებსა და მათ დაქვემდებარებულ სსიპ-ებში, დამოუკიდებელ სსიპ-ებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ თანამშრომელთა გენდერული თანაფარდობის შესახებ.

კვლევაში არსებული სტატისტიკა ასახავს, 2015 წლის მარტის თვის მონაცემებით საჯარო სექტორში არსებულ გენდერულ ასპექტებს

ინსტიტუტისთვის მოწოდებული ინფორმაციისა და ვებ-გვერდებიდან დამუშავებული მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ საქართველოს 141 საჯარო დაწესებულებაში, ფაქტობრივად, დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა ჯამში შეადგენს 72 726 ადამიანს (მათ შორის შესულია ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულთა მონაცემებიც). 141 საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა შორის 27 383დასაქმებულია მთავრობის ადმინისტრაციასა და სამინისტროებში (სახელმწიფო მინისტრების აპარატების ჩათვლით), 407 აჭარის /-ის მთავრობის აპარატსა და სამინისტროებში33 117 სამინისტროების დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში (56 დაწესებულება), 5 174 ადგილობრივ თვითმმართველობებში (42 მერია და გამგეობა), 5 488 დამოუკიდებელ სსიპ-ებსა და კომისიებში (17 დაწესებულება), ხოლო 1 157 პარლამენტის აპარატსა და მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებშიამასთან, ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც რომ წინამდებარე მასალაში წარმოდგენილი ნებისმიერი მონაცემი ასახავს მხოლოდ 141 საჯარო დაწესებულებაში (ძალოვანი სტრუქტურების ჩათვლით) 2015 წლის მარტის მდგომარეობით არსებულ სურათს.

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს საჯარო დაწესებულებებში, რომლებიც არ მიეკუთვნება სპეციფიკურ ძალოვან სტრუქტურებს, დასაქმებულ მამაკაცთა და ქალთა რაოდენობა თითქმის თანაბარია. აქვე უნდა ითქვას, რომ IDFI-ის მიერ 1 წლის წინსაჯარო მოსამსახურეთა სტატისტიკის გენდერულ ჭრილშიჩატარებული კვლევის მონაცემების ცვლილება მკვეთრად არ მომხდარა. განსხვავებული მდგომარეობაა ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულების შემთხვევაში, სადაც მამაკაცთა წარმომადგენლობა გაცილებთ მაღალია ვიდრე ქალების. კერძოდ, მთავრობის ადმინისტრაციასა სამინისტროებში ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებული 773 საჯარო მოსამსახურიდან 300 ქალია, ხოლო 473 მამაკაცი, სამინისტროების დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ-ებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულ 1 440 საჯარო მოსამსახურეს შორის ქალები წარმოდგენილნი არიან 571-ით, ხოლო მამაკაცები 869-ით. 348 საჯარო მოსამსახურეა დასაქმებული დამოუკიდებელი სსიპების ხელმძღვანელ პოზიციებზე, რომელთაგან 127 ქალია და 221 მამაკაცი. ადგილობრივ თვითმმართველობებში (მერია, გამგეობა) ხელმძღვანელ პოზიციებზე (განყოფილების უფროსი და ზემოთ) დასაქმებულ 1 049 პირს შორის, მხოლოდ 303 ქალია, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატსა და სამინისტროებში ხელმძღვანელ პოზიციებზე მყოფ 116 პირს შორის ქალთა რაოდენობა შეადგენს მხოლოდ 30-

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მთელი რიგი უწყებების შემთხვევაში შარშანდელ მონაცემთან შედარებით, ვითარება გაუარესებულია.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3007
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია