დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
16 სექტემბერი ოზონის შრის დაცვის დღეა
2015/09/16 16:39:34

16 სექტემბერს  ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში  სტუდენტური კონფერენცია „ოზონის შრე - სიცოცხლის ფარი“ გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა  200-ზე მეტმა ახალგაზრდა გარემოსდამცველმა მიიღო. მოეწყო ახალგაზრდა დიზაინერების მიერ ოზონის შრის დაცვის თემაზე შექმნილი პოსტერების დამოფენა და  გამარჯვებულთა დაჯილდოვება.

სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები გამარჯვებულებს გიგლა აგულაშვილმა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, და ნილს სკოტმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა გადასცეს.

საგანმანათლებლო კამპანია, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა,  2015 წლის ივლისში დაიწყო. და   წლის ბოლომდე გაგრძელდება. საინფორმაციო შეხვედრებს, ლექციებსა და სემინარებს უკვე დაესწრო 200-ზე მეტი სტუდენტი.

 კამპანია ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) ხელშეწყობითა და სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ ორგანიზებით. ოზონის შრის დაცვის კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული  საგანმანათლებლო დაწესებულებები - სკოლები და უნივერსიტეტები.

 

გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო 2006 წლიდან აქტიურად თანამშრომლობენ ოზონის შრის დაცვის მიმართულებით. მონრეალის მრავალმხრივი ფონდის დაფინანსებითა და UNDP-ის ხელშეწყობით შეიქმნა და აღიჭურვა მაცივარაგენტების რეციკლირების ორი ცენტრი, უახლესი ტექნიკით აღიჭურვა სამაცივრო დანადგარების მომსახურების 20 კომპანია, სხვადასხვა კომპანიამ და ორგანიზაციამ გადაიყვანა დანადგარები უსაფრთხო მაცივარაგენტებზე, ხოლო პროფესიულ სასწავლებლებში დაინერგა მაცივარ-ტექნიკოსთა სასწავლო პროგრამები.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2607
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია