დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მერხები ბორბლებზე – ფინეთში საოცნებო მომავლის სკოლა გაიხსნა
2015/09/16 09:46:44

ბავშვთა  ფსიქოლოგები  დიდი  ხანია  ამბობენ, რომ  თუ სწავლისადმი მიდგომა შეიცვლება, ბავშვები მაშინვე შეიყვარებენ სკოლას.  სკოლამდელი  ასაკის  ბავშვი აღფრთოვანებით ამბობს, რომ სურთ  მერხთან  ჯდომა  და  ზურგჩანთით   გაკვეთილებზე სირბილი.   ჩვენც  ასე ვოცნებობდით ოდესღაც. მაგრამ  სწავლის  დაწყებისთანავე   გვიპყრობდა უიმედობა: არავითარი ზედმეტი ლაპარაკი,  სათამაშოები და მთავარი მოთხოვნა –   ჩუმად  ჯდომა  მერხთან.

17277710-R3L8T8D-650-ce7853477860b3ee4ec81a738eb82847ფინეთის ერთ-ერთ სკოლაში სასწავლო პროცესი ძირფესვიანად შეიცვალა. სკოლა თანამედროვე  ხელოვნების  მუზეუმს უფრო  წააგავს.  აქ  არქიტექტორები  განერიდნენ   მოსაწყენ    დაგეგმარებას  და კლასებად  დაყოფას.

10500 კვადრატულ მეტრზე  განთავსებულია დაწყებითი და საშუალო   სკოლა, ახალგაზრდული სახლი, თეატრალური დარბაზი,    სასადილო,  ბიბლიოთეკა,    სპორტული  დარბაზი  და   სხვა  მრავალი.  სასწავლო  პროცესი თავისუფალ ატმოსფეროში მიმდინარეობს. მოსწავლეებს არ ეკრძალებათ მათთვის სასურველ პოზაში ჯდომა, რაც საგაკვეთილო პროცესში მეტ ჩართულობას განაპირობებს.

 

 

17281460-R3L8T8D-650-k1ყველა  ბავშვს სადაც მოესურვება და როგორც გადაწყვეტს ისე ზის. გაკვეთილის მსვლელობის დროს დისკუსია და ურთიერთობა  წახალისებულია.

სასკოლო  მერხები მოსწავლის  სიმაღლის  მიხედვით, ბორბლებზე რეგულირდება  და  მათი  საშუალებით  მოსწავლეებს  კლასის  ნებისმიერ კუთხეში გადაადგილება შეუძლიათ.

მსურველებს  უფლება აქვთ წამოწვნენ დივანზე. სასკოლო დაფის როლს აქ ნოუთბუქი ასრულებს, რომელიც  საერთო  ქსელშია მიერთებული და მასწავლებელთან უწყვეტი კომუნიკაციის საშუალებას იძლევა.

 

 

 

17284810-R3L8T8D-650-k2სასადილო სივრცე აქ საგანმანათლებლო პროცესის ყველა  წარმომადგენლის შეხვედრის ადგილია. აქვე  მდებარეობს  სცენა, რომელიც  წარმოადგენს  მაყურებელთა  დარბაზს  კონცერტებისა  და  ფესტივალების მიმდინარეობის  დროს.

სკოლის  ეზო  მაქსიმალურად   მოწყობილია  იმისთვის, რომ    დიდი  დასვენების  დროს,  ბავშვებს  სეირნობა შეეძლოთ,  ის  დაყოფილია   ასაკობრივ  ზონებად.

საღამოობით,   სკოლა მთელი რაიონის  დასვენების  და  სპორტის  ცენტრად გარდაიქმნება.  აქვე  იხსნება  სახელოსნოები,  სპორტული  დარბაზები  და  კლუბები.

 

 

17282810-R3L8T8D-650-sau3შენობების ინტერიერების და ფასადების მოსაპირკეთებლად     არქიტექტორებმა   ეკოლოგიურად   სუფთა    მასალები გამოიყენეს.  რომელიც  თბილ  და   კომფორტულ  ატმოსფეროს ქმნის.

სკოლის ეზო ღიაა, არ დგანან დაცვის თანამშრომლები.  ვიდეოკამერები კი  შეუმჩნევლად არის დამონტაჟებული.

ასეთ  სკოლებში,  რომლებიც  სწავლების კლასიკურ   ფორმას გაემიჯნენ,  ბავშვებს  აქტიურად  ემატებათ     სწავლისუნარიანობა  და  უმცირდებათ ნერვული დაძაბულობა, რომელიც  სასკოლო  ასაკისთვის არის დამახასიათებელი. ამის გარდა, იცვლება   სოციალური  სიტუაცია  მთელ  რაიონში,   რადგან     სახელოსნოებში, კლუბებსა და  სპორტულ  კომპლექსებში ადგილობრივ საზოგადოებას ნებისმიერი  მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა აქვს.

 

წყარო: adme.ru

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 21101
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია