დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სკოლის მოსწავლეების მობილობის პროცესი დღეს იწყება
2015/09/16 09:41:02

სკოლის მოსწავლეთა მობილობა 16 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. 


მათი ცნობით, მობილობით დაინტერესებულმა პირებმა 16 სექტემბრიდან უნდა მიმართონ მიმღებ სკოლას, რომელიც უფლებამოსილია მოახდინოს გასაუბრება მობილობის მსურველთა ჩარიცხვამდე და დაადგინოს ცოდნისა და უნარების თავსებადობა ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან.


მოსწავლეების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს მიმღებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული თავისუფალი ადგილების ფარგლებში.

 

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განმარტებით, მობილობა დაუშვებელია:

 

  • კალენდარული წლის პირველი სექტემბრიდან 16 სექტემბრამდე;
  • სასწავლო წლის დასრულებამდე 30 კალენდარული დღის განმავლობაში;
  • მე-12 კლასის მე-2 სემესტრის მიმდინარეობისას.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2555
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია