საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დავით ბაქრაძე: „სრულიად გაოგნებული ვარ;;;“
2015/09/16 09:23:39

დავით ბაქრაძე: ნაცვლად იმისა, რომ პრემიერმა გლეხების პრობლემის მოგვარებაზე იზრუნოს, პოლიციას გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დაკავებას ავალებს


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  ლიდერი დავით ბაქრაძე, პრემიერ-მინისტრის მიერ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის მიმართ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ღვინიაშვილს დაპატიმრებით დაემუქრა.

სრულიად გაოგნებული ვარ აღნიშნული განცხადების  არაადეკვატურობის ხარისხით. ნაცვლად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა გლეხების პრობლემის მოგვარებასა და გაჭირვებული ხალხის დახმარებაზე იზრუნოს, პოლიციას გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დაკავებას ავალებსრომელიც საკუთარ მოვალეობას ასრულებს და საკუთარი ხალხის გვერდით დგას.

მინდა ცალსახად განვაცხადო, გიორგი ღვინიაშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი,  თავის მოვალეობას შეასრულებს და კახელი გლეხების გვერდით იდგება, განსხვავებითქართული ოცნებისმინისტრებისგან, დეპუტატებისა და გუბერნატორებისგან, რომლებთაც არჩევის შემდეგ თვეობით არ მოუკითხავთ საკუთარი ამომრჩევლები, არ აღელვებთ ის პრობლემები, რომლებიც მათ აქვთ. გიორგი ღვინიაშვილი, განსხვავებით დღევანდელი მთავრობისგან, დღეს საკუთარ მოვალეობას ასრულებს და ცდილობს საკუთარი რაიონის ხალხს დაეხმაროს. ღვინიაშვილიც და თითოეული ჩვენგანიც ვიდგებით ხალხის გვერდით ყოველთვის და ყველგან, სადაც ამის საჭიროება იქნება.

მინდა ხაზგასმით ავღნიშნო,  ჩვენი სურვილია არაა რთველის პოლიტიზება მოხდეს, მაგრამ ამასთან ერთად, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვიდგებით ხალხის გვერდით.

ამასთან, უნდა აღნიშნოს, რომ ადამიანები, რომლებიც იქ შეიკრიბნენ, არ არიან 20-30 პროვოკატორი, როგორც მათ პრემიერმა უწოდა. იქ შეკრებილია ათასობით კახელი გლეხი, რომელთა უკანაც 10 ათასობით ოჯახი დგას.  ის ოჯხები, რომლებთაც ყურძნის მინიმალური ფასს - 1 ლარს დაპირდნენ, დღეს კი 60 თეთრია; ის ოჯახები, რომლებთაც რუსულ ბაზრის გახსნასა და პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ;  ის ოჯახები, რომლებიც მთავრობის არაკომპეტენტური პოლიტიკის გამო, დღეს უფრო მეტ სიღარიბეში ცხოვრობენ  .

მინდა მთავრობას მოვუწოდო, თვი დაანებოს პოლიტიკური ოპონენტებთან ბრძოლას და თუ რამე შეუძლია, თუმცა ამაში ეჭვი გვეპარება, მიხედოს ხალხს და გააკეთოს ყველაფერი.  ამ შემთხვევაში კახელმა გლეხმა მიიღოს ის თანხა, რასაც წლების წინ პირდებოდნენ.

 

განცხადებაზე, სადაც  პრემიერ-მინისტრი მაჟორიტარ დეპუტატს დაპატიმრებით ემუქრება იმის  გამო, რომ ის ხალხის მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობს, პარლამენტის თავმჯდომარის რეაქციას ველოდები და ვიმედოვნებ, რომ  პარლამენტის მხრიდან შესაბამისი რეაქციები იქნება.“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 18635
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია