საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
თავად მწერლის სურვილით, რეზო ჭეიშვილს ქუთაისის მწვანეყვავილას პანთეონში დაკრძალავენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/09/14 15:36:16

ხვალ სრულიად საქართველო გამოემშვიდობება უდიდეს ქართველ კლასიკოსსა და დრამატურგს, რეზო ჭეიშვილს და სამუდამო სასუფეველში გააცილებს მას.


თავად მწერლის სურვილით, რეზო ჭეიშვილს მის უსაყვარლეს ქალაქში, ქუთაისში დაკრძალავენ, მწვანეყვავილას პანთეონში. 

დაკრძალვის ხარჯებს ქუთაისის მერია გაიღებს.


მწერალს 15 სექტემბერს 11 საათზე ქუთაისის მესხიშვილის დრმატულ თეატრში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. 14 საათზე მოეწყობა სამგლოვიარო მსვლელობა.
ხოლო მესხიშვილის თეატრიდან გამოსვენება 15 საათზე მოხდება. 


რეზო ჭეიშვილი ავადმყოფობის შედეგად 11 სექტემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა http://www.psnews.ge/index.php?m=68&news_id=58676

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3383
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია