დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტმა პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
2015/09/14 12:08:18

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა. 
გიორგი მარგველაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, პირველ კლასიკურ გიმნაზიას სტუმრობდა.


"მინდა მოგილოცოთ ყველას, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, მათ მშობლებს დღევანდელი ძალიან სასიხარულო დღესასწაული. განსაკუთრებით მინდა მოგილოცოთ მათ, ვინც დღეს პირველად მიდიხართ სკოლასა და უნივერსიტეტში. ეს აღტაცება ერთად ყოფნის, ერთად სწავლის მინდა, ყველას გაგიზიაროთ და კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით მოგილოცოთ დღევანდელი დღე", - განაცხადა მარგველაშვილმა.


ამის შემდეგ პრეზიდენტმა სკოლა დაათვალიერა და მის ყოფილ რამდენიმე პედაგოგს შეხვდა. 
ამასთან, გიორგი მარგველაშვილი ერთ-ერთი პირველი კლასის საკლასო ოთახს ესტუმრა და პირველკლასელებს სწავლის დაწყება კიდევ ერთხელ მიულოცა.


წყარო"ინტერპრესნიუსი"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4428
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია