დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ყავა 19 თვის მინიმუმამდე გაიაფდა
2015/09/13 19:40:08

ყავა “არაბიკას” ფასმა, 19 თვის მინიმუამდე დაიკლო. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ყავაზე ფასის კლება, ბრაზილური ვალუტის კურსის ცვლილებას უკავშირდება.

 

აღსანიშნავია, რომ ICE-ის ბირჟაზე სექტემბერში ყავის მიწოდების ღირებულებამ 1,1655 დოლარი შეადგინა. ანალოგიური ფასი კი 2014 წლის იანვარში იყო დაფიქსირებული.

 

როგორც სტატისტიკოსები აცხადებენ, ყავის ფასის კლება 2 ფაქტორს უკავშირდება. ერთია, რომ ბრაზილური რეალის კურსი, 12 წლის მინიმუმზეა ასევე ქვეყანას Standard & Poor’s-მა საკრედიტო რეიტინგი «BB+»-მდე შეუმცირა. ამ ფონზე ადგილობრივი ფერმერები აქტიურად ყიდიან მოსავალს.

 

ბრაზილია ყავის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და ცხადია მისი ყავლენა მსოფლიო ბაზარზეც დიდია. მეორე მიზეზი, რაც შეიძლება ყავის გაიაფებას დაუკავშირდეს არის ამინდისა და მოსავლის მოცულობის პროგნოზი. როგორც ირკვევა მიმდინარე სეზონზე ბრაზილიაში ყავის საუკეთესო მოსავალი იქნება. ყავის კარგ მოსავალს ელოდებიან ასევე კოლუმბიაშიც.

 

წყარო: http://bpi.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7433
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია