დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
თბილისსა და რეგიონებში ყურძნის სარეალიზაციოდ სპეციალური ადგილები განისაზღვრა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/09/13 12:44:17

რთველი 2015–ის ფარგლებში ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, რეგიონების პარალელურად,  სპეციალური სარეალიზაციო პუნქტები თბილისშიც მოეწყობა.  თბილისის მერიის მხარდაჭერით, ქალაქის მასშტაბით ყურძნის სარეალიზაციოდ  15  ადგილი განისაზღვრა.  ამ ეტაპისთვის გამოყოფილია 6 ძირითადი ტერიტორია, ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე  9  სარეალიზაციო პუნქტი დაემატება. 


როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გვაცნობეს, თბილისსა და რეგიონებში სპეციალურად მოწყობილ ადგილებში, მევენახეები ყურძნის რეალიზებას  გადასახადის გარეშე შეძლებენ.

 

პირველ ეტაპზე, თბილისის მასშტაბით ყურძნის სარეალიზაციო ადგილები მოწყობილია შემდეგ მისამართებზე:


1.      ხეთაგუროვის ქუჩა (წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია);

2.       კონსტიტუციის ქუჩა;

3.       ნორიოს აღმართი (კუკია);

4.      პეტრე იბერის ქუჩა (დიდი დიღომი);

5.      პაიჭაძის ქუჩა (დიღმის მასივი);

6.      რესპუბლიკის მოედანი;


საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ადგილები დამაემატება შემდეგ მისამართებზე:


7.   დაბა წყნეთი;

8.   9 ძმის ქუჩა (კუკია);

9.   სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია;

10.  გობრონიძის ქუჩა (მუხიანი);

11.  ლიბანის ქუჩა (ავჭალა);

12.  პეტრიწის ქუჩა (დიდი დიღომი);

13.   ჩოლოყაშვილის ქუჩა;

14.  ვაზისუბანი (თ.დავითაიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია);

15.  ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა (ვარკეთილი);

 

 დეტალური ინფორმაციის მიღება  შესაძლებელია  ცხელი ხაზზე:  247 01 01

 

 ყურძნის სარეალიზაციოდ სპეციალური ადგილები  საქართველოს ყველა რეგიონშიც მოწყობილია: ქუთაისი (ბალახვანის ასსართულიან კიბესთან და ტორპედის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია); რუსთავი (მე-12 მ/რ, სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია); ზუგდიდი (კედიას ქუჩა, ბაზრის უკანა მხარე); ამბროლაური (გამსახურდიას 2, ბაზრის ტერიტორია); ოზურგეთი (ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია, საბთუმო ბაზრობა); გორი (მოსკოვის ქ. #1); ბათუმი (მაიაკოვსკის ქ#4, აღმაშენებლის ქ. ,,ხოფას ბაზარი“, გმირთა ხეივანი აბუსელიძის ქუჩის კვეთაზე);

 

 თვითმმართველ ქალაქებში არსებულ აგრარულ ბაზრებში რქაწითელის ჯიშის ყურძნის სარეალიზაციო ფასი 1.00 ლარიდან - 2.50 ლარამდე მერყეობს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4467
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია