საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ოთარ დანელია: „ყველა საორგანიზაციო საკითხი მოგვარებულია“
2015/09/12 10:23:13

ბოლო დღეებში კახელი მევენახეების მიერ გამართული მწვავე აქციების ფონზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი  გუშინ კახეთის რეგიონში ჩავიდა.

ოთარ დანელია რთველის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო. თუმცა არ შეხვედრია იმ მევენახეებს, რომლებიც აქციას მართავდნენ.

მინისტრი თელავში რთველი 2015-ის საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

 

ოთარ დანელია ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე ღვინის კომპანიაში - კორპორაცია ქინძმარაულ იმყოფებოდა. ოთარ დანელია ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნო. როგორც კომპანიის დირექტორმა ნუგზარ ქსოვრელმა აღნიშნა, კომპანია სრულ მზადყოფნაშია მიიღოს და გადაამუშაოს ყურძენი. რთველის მიმდინარე სეზონზე "კორპორაცია ქინძმარაული" 1000 ტონამდე ყურძნის გადამუშავებას გეგმავს.

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შედის. საორგანიზაციო ყველა საკითხი მოგვარებულია. ყურძნის სიმწიფეში შესვლისთანავე, საწარმოები მზად არიან მიიღონ ყურძენი. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს საკოორდინაციო შტაბიც. მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მევენახეებს რამდენიმე ალტერნატიულ გზას ვთავაზობთ. პირველი, ეს არის სახელმწიფო სუბსიდიას საწარმოში ჩაბარებულ ყურძენზე - 1კგ რქაწითელსა და კხურ მწვანეზე 35 თეთრი, ხოლო1 კგ საფერავზე15 თეთრი;  მეორე - შესაძლებელია ყურძნის რეალიზაცია საქართველოს  მასშტაბით ყველა რეგიონში მოწყობილ სპეციალურ სარეალიზაციო პუნქტებში, სადაც ყურძენს საკმაოდ მაღალი ფასი აქვს;  მესამე - მათ შიუძლიათ ყურძნის ჩაბარება სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ საწარმოებში, თუ მოსავალს არ იღებენ კერძო კომპანიები. ამ შემთხვევაში, ყურძნის ფასი ნაკლები იქნება საბაზრო ღირებულებაზე, რათა სახელმწიფო კერძო სექტორის კონკურენტი არ გახდეს. საქართველოში დასრულდა ის დრო, როდესაც სახელმწიფო უხეშად ერეოდა რთველის პროცესში და თავად განსაზღვრავდა ყურძნის ფასს. ყურძნის ფასს არეგულირებს ბაზარი. ბოლო წლების მანძილზე არაერთი სისტემური ცვლილება განხორციელდა, რათა მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ჯანსაღი და სწორი განვითარება ყოფილიყო შესაძლებელი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.  მომავალი წლიდან  კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება", - განაცხადაოთარდანელიამ

რთველი დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებიდან დაიწყო. 11 სექტემბრის მონაცემებით, 5 ათას ტონაზე მეტი ყურძენი უკვე გადამუშავდა. ამ ეტაპზე ყურძნის მიღებას ღვინის მწარმოებელი  17 საწარმო, მათ შორის სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 4 საწარმო ახორციელებს. ყურძნის სიმწიფეში შესვლისთანავე, რთველის პროცესში კახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებიც ჩაერთვება. პარალელურად, ყურძნის მიღებას სხვა საწარმოებიც დაიწყებენ. ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებულია 70-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3740
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია