დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შოთა მურღულია:"დავკარგეთ ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ქუთაისელი"
2015/09/11 18:45:58

ქუთაისის მერი შოთა მურღულია მწუხარებას გამოთქვამს მწერალ რეზო ჭეიშვილის გარდაცვალების გამო და განცხადება მისი ოფიციალური facebook- გვერდით  ავრცელებს.


„რეზო ჭეიშვილი გარდაიცვალა, მართლაც უნიკალური ნიჭის მწერალი და დრამატურგი. ბევრი გაიხსენებს მას, როგორც საინტერესო სცენარისტს, უძლიერესი იუმორის მქონეს. მე კი, როგორც ქუთაისელს, გამიორმაგებს ტკივილს, რომ დავკარგეთ ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ქუთაისელი.

 

სულ მომწონდა იმის შეხსენება, სადაც კი ბატონ რეზოს ახსენებდნენ, რომ ის ქუთაისში დაიბადა და დღემდე აქვს მას მამაპაპისეული სახლი.

 

ის რამდენიმე წელი, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი, უძღვებოდა ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის აკადემიურ თეატრს. ეს იყო ყველაზე დასამახსოვრებელი პერიოდი, როცა მწერალს თან პარტერში ვხვდებოდი და თანაც მის შემოქმედებას ვეზიარებოდი. ეს ყველაფერი მოგონებაა...

 

წარუშლელი და აუნაზღაურებელია ის ტკივილი, რომელიც დღეს ჩემს ქალაქს მიადგა მისი გარდაცვალების გამო. ძალიან ვწუხვარ და გული სინანულით მევსება“,- აცხადებს  შოთა მურღულია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4309
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია