დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაპირისპირება და 4 დაკავებული მევენახეების აქციაზე კახეთში
2015/09/11 16:24:36

ხმაური კახეთში მევენახეების აქციაზე. სამართალდამცავების და აქციის მონაწილეებიის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება 4 მონაწილის დაკავებით დასრულდა. პოლიციამ ისინი დაუმორჩილებლობისთვის დააკავა. დაპირისპირება პოლიციასა და მევენახეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც გლეხებმა გურჯაანი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. პოლიცია გზის გახსნას ითხოვდა, რასაც აქციის მონაწილეები არ დათანხმდნენ.

მანამდე ყვარელის, ლაგოდეხის და გურჯაანის მევენახებმა ყურძენზე დაწესებული ფასი გამგეობასთან გააპროტესტეს. ამის შემდეგ ბაზართან გადაინაცვლეს.  

გლეხები სახელმწიფოს მიერ ყურძენზე დაწესებულ ფასებს აპროტესტებენ და სოფლის მეურნეობის მინისტრის და ბიძინა ივანიშვილის ადგილზე ჩასვლას ითხოვენ. მევენახეები ამბობენ, რომ ყურძენზე რეალური ფასი მათთან შეთანხმებით უნდა დაწესდეს.

რთველთან დაკავშირებულ პრობლემებაზე ხმაური იყო პარლამენტში. აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების სხდომაზე მისულმა მევენახეებმა და საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ერთმანეთს უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენელები დაუპირისპირდნენ. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა კოლეგებისგან საკომიტეტო მოსმენაზე რთველთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა მოითხოვეს, რასაც უმრავლესობის პროტესტი და ხმაური მოყვა.

 საბოლოოდ გადაწყდა, რომ კახელ გლეხებს დეპუტატები დღის მეორე ნახევარში მოუსმენენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2865
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია