დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქართველი კაცისთვის ვაზის გაჩეხვა თუ ასეთი ადვილია, ის ვაზს ნამდვილად არ იმსახურებს" - ოთარ დანელია
2015/09/10 17:55:38

რთველი 2015-ის დაწყებასთან დაკავშირებვით სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბრიფინგი გამართა. ოთარ დანელია დღეს კახეთში განვითარებულ პროცესებს და მევენახეების პროტესტს გამოეხმაურა. სოფლის მეურნეობის მინისტრი პროცესს მართულს უწოდებს.  

"საფუძვლიანი ეჭვი მაქავს, რომ პროცესები მართულია, რადგან ერთდროულად რამოდენიმე მიტინგის მოწყობა, ძალიან ორგანიზებულად ყველაფრის გაკეთება და ახალი ტრენდი - ვაზის გაჩეხვის მუქარები. ჩვენ ვართ ქართველები და ქართველი კაცისთვის ვაზის გაჩეხვა თუ ასეთი ადვილია, ის ვაზს ნამდვილად არ იმსახურებს. სპეკულაცია ამ თემით ძალიან მიუღებელია," - განაცხადა ოთარ დანელიამ. 

ოთარ დანელიამ მედიას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია რთველი 2015 -თან დაკავშირები. მისი თქმით, ქარხნებს უკვე ჩაბარებული აქვთ 4 ათასი ტონა ყურძენი და პროცესი გრძელდება. მინისტრი მომდევნო დღეებში კიდევ უფრო მეტ აქტივობას ელოდება.

ფასთან დაკავშირებით ოთარ დანელია აცხადებს, რომ მას სახელმწიფო ვერ დაადგენს, რადგან ბიზნესის საქმიანობაში ვერ ჩაერევა.

წელს ყურძნის მოსავალი უფრო მეტია, ვიდრე მოთხოვნა, თუმცა მინისტრის თქმით, არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. 

 

თუმცა: ყურძნის ფასის სიმცირის გამო კახეთში მასშტაბური აქციები იგეგმება. შეხვედრა, რომელიც დღეს გლეხებსა და ფიციალურ პირებს შორის მიმდინარეობდა, უშედეგოდ დასრულდა, გაიზრდება თუ არა ყურძნის ფასი, ეს ამ დრომდე ცნობილი არ არის. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 19800
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია