დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი განცხადებას ავრცელებს
2015/09/09 19:42:56

გუშინ ტელეწამყვანმა ეკა მიშველაძემ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ სპეციალურმა სამსახურებმა იცოდნენ მისსი პირადი ურთიერთობის შესახებ. ამასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემითა დაცვის ინსპექტორი სპეციალურ განცხადებას ავრცელება და მიაჩნია, ჟურნალისტის მიერ გამოთქმული ვარაუდით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ეხმიანება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ჟურნალისტ ეკა მიშველაძის განცხადებას, რომ  შესაბამისმა სამსახურებმა იცოდნენ“  მასსა და ალექსი პეტრიაშვილს შორის არსებული პირადი ურთიერთობის შესახებ. 


ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების   ხელშეუხებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით, ხოლო პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება დასჯადია სისხლის სამართლის კანონმდებლობით.


 

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა გადაცემაში არ ისაუბრა კონკრეტულ  გარემოებებზე, ინსპექტორს მიაჩნია, რომ პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის შესახებ ასეთ საჯარო განცხადებებს აუცილებლად უნდა მოჰყვეს სამართალმდამცავი ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირება. თავის მხრივ, ინსპექტორის აპარატი მზად არის, სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს ნებისმიერ მოქალაქეს პირად ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების რეალიზებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე და კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება.“ - ნათქვამია შაგნცხადებაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2739
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია