დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სიმსივნის ადრეულ ეტაპზე დაგნოსტიკის აღმომჩენი მეცნიერი თბილისში
2015/09/09 14:56:33

საქართველოში სამეცნიერო ვიზიტით  იმყოფებიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. მათ შორისაა მეცნიერებათა დოქტორი ვილიამ (ბილ) ტონგი. პროფესორმა ტონგმა აღმოაჩინა ლაზერული ტექნოლოგიები რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება ძალიან მცირედი კონცენტრაციის მქონე ქიმიური ელემენტების გამოვლენა. ეს ტექნოლოგიები შესაძლებელს გახდის ალცჰეიმერის, სიმსივნური და სხვა დაავადებების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკას და საგრძნობლად ზრდის მათი განკურნების შანსს.


პროფესორი ტონგი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა პროფესორები, თბილისში მიმდინარე STEM აკადემიის ფარგლებში, ლექციებს წაუკითხავენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს სტუდენტებს. STEM აკადემიის მიზანია სტუდენტები მოამზადოს სასწავლო წლის წარმატებულად დაწყებისთვის. მათ ჩაუტარდებათ ლექციები და საორიენტაციო სესიები. გაეცნობიან ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკის და ინჟინერიის სფეროში არსებულ უახლეს აღმოჩენებს, აშშ-ის უმაღლესი განათლების  სისტემას, საერთაშორისო აკრედიტაციის მნიშვნელობას და სხვა საინტერესო თემებს. პროფესორები გაუზიარებენ საკუთარი კარიერული წინსვლის გამოცდილებას და აუხსნიან თუ რამდენად მჭიდროდაა დაკავშირებული STEM ანუ ტექნოლოგიური და საინჟინრო დარგები და ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარება. 

 

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 20480
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია