დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჩემი ნება რომ იყოს, ბიძინა ივანიშვილს... დავაბრუნებდი“
2015/09/08 15:47:57

"ჩემი ნება რომ იყოს, ბიძინა ივანიშვილს აქტიურ ქართულ პოლიტიკაში დავაბრუნებდი", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა,  თინა ხიდაშელმა განაცხადა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის გავლენა გამოწვეულია მის მიმართ დიდი პატივისცემით, თუმცა გადაწყვეტილებების მიღების პროცესის მონაწილე არ არის. 

"მე მირჩევნია კონსტიტუციური წყობა ქვეყანაში. მირჩევნია და ჩემი ნება რომ იყოს, ბიძინა ივანიშვილს  ქართულ აქტიურ პოლიტიკაში დავაბრუნებდი. მე ვფიქრობ, ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო საუკეთესო იყო, რაც ჩვენს ქვეყანას ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებაში უნახავს. თავისთავად ის ფაქტი, რომ ადამიანს აქვს გავლენა, მის მიმართ არის დიდი პატივისცემა, ძალიან ნორმალურია, ეს პრაქტიკულად ყველგან ხდება, სადაც არსებობენ გავლენიანი ადამიანები", - განაცხადა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რას ნიშნავს არაფორმალური მმართველობის ბოროტება. 

"ბიძინა ივანიშვილი, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, არ არის თანამონაწილე გადაწყვეტილების მიღების პროცესის. მან ყველაზე კარგად იცის, რას ნიშნავს არაფორმალური მმართველობის ბოროტება, რადგან ჩვენ ამას დიდი ხნის განმავლობაში ვუყურებდით საქართველოში. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის იქნებოდა იდეალური, ის იყოს დღეს ხელისუფლებაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ის გადაწყვეტილების პროცესის თანამონაწილე არ არის", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

 

წყარო: http://sazogadoeba.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9325
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია