საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ხონის რაიონში მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია
2015/09/08 15:39:23

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ოთხი პირი: 1993 წელს დაბადებული რუბენ ჯ, 1988 წელს დაბადებული ალექსანდრე გ, 1993 წელს დაბადებული დიდიმი ა. და 1993 წელს დაბადებული ლადო ა. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიღბიანი და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ბრალდებულები მიმდინარე წლის 2 სექტემბერს ხონის რაიონის სოფელ მათხოჯში რობიზონ ხურცილავას ოჯახს ყაჩაღურად თავს დაესხნენ, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაიტაცეს ოჯახის კუთვნილი სამკაულები და „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომანქანა.

პოლიციამ ავტომანქანა იმავე დღეს, წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში იპოვა. სამართალდამცველებმა ოთხივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში, ქუთაისსა და ზესტაფონში დააკავეს, ხოლო ხურცილავას ოჯახიდან წაღებული სამკაულები ქუთაისში, სხვადასხვა ლომბარდიდან და დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებულია „ზიგზაუერის“ ტიპის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 2 საბრძოლო ვაზნით, „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი 3 საბრძოლო ვაზნით და ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

ნარკოლოგიური შემოწმებით დიდიმი ა-ს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის, ხოლო გურამ ა-ს ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

წყარო: http://police.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1904
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია