დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქვევრის ღვინის მე-3 საერთაშორისო სიმპოზიუმი
2015/09/07 13:59:39

6-8 სექტემბერს საქართველო უკვე მესამედ  ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს. ღონისძიების  მიზანს,   საზოგადოებისათვის  და უცხოელი სპეციალისტებითვის ქვევრში ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისა და მეთოდოლოგიის, ქვევრის, როგორც საღვინე ჭურჭლის უნიკალურობის, ქართული მეღვინეობის ისტორიისა და კულტურის, მრავალფეროვანი ღვინოებისა და ყურძნის ჯიშების, ქართული სამზარაულოს და კულტურის გაცნობა წარმოადგენს. 

 

 

სიმპოზიუმი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გახსნეს.

 

ქვევრის ღვინის მე-3 საერთაშორისო სიმპოზიუმში მინაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის (აშშ, კანადა, დიდი  ბრიტანეთი,  იტალია) მეცნიერები, ღვინის  ექსპერტები, მაგისტრები, სომელიები და  ჟურნალისტები იღებენ. მათ საშუალება აქვთ  ერთმანეთს აუზიარონ   გამოცდილება  და  შეხედულებები ქვევრის  ღვინის, ღვინისა  და  კულინარიის  დარგში  მიმდინარე  ტენდენციებისა  და  გამოწვევების  შესახებ.  

 

7-8  სექტემბერს სიმპოზიუმს ალავერდის მონასტერი უმასპინძლებს. სიმპოზიუმს   ფარგლებში დაგეგმილია საკვებისა და ქვევრის ღვინის შეხამების ღონისძიებაც, რომლის მოდერატორები, ცნობილი ღვინის კრიტიკოსები და წამყვანები ჩარლს მატკალფი და რობერტ ჯოზეფი იქნებიან. ქართული და ევროპული სამზარეულოს შეხამებას ქართველი მზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე უზრუნველყოფს.

 

ქვევრის სიმპოზიუმი საქართველოში 2011 და 2013 წლებში ჩატარდა. 2011 წელს გამართული სიმპოზიუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ასოციაციის ,,ქართული ღვინო“ და   ალავერდელი  მიტროპოლიტი დავითის ინიციატივით ტარდება. სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიალს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე მიხეილ წერეთელი, ასოციაციის „ქართული ღვინო“ პრეზიდენტი თინა კეზელი,  ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5717
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია