საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მესხიშვილის თეატრი ეროვნული დრამატურგიის III თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობს
2015/09/07 13:50:38

დღეს ახალციხეში, მესხეთის სახემწიფო დრამატული თეატრი, ეროვნული დრამატურგიის III თეატრალური  ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალს თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი სპექტაკლით „ამბავი ვეფხვისა და მოყმისა“ გახსნის.

 

წელს ეროვნული დრამატურგიის  III თეატრალურ ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის 14 თეატრი მონაწილეობს. 3 კვირის განმავლობაში მაყურებლისთვის სპექტაკლებს გამართავს თბილისის, გორის, რუსთავის, ჭიათურის, ქუთაისის, ფოთის, სოხუმის და მესხეთის თეატრის დასები. 

 

 

ეროვნული დრამატურგიის თეატრალური ფესტივალი ქალაქ ახალციხის მერიისა და ,,რეჟისორთა ლიგის” ინიციატივით დაარსდა.   

 

ფესტივალი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4973
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია