დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი მარგველაშვილი: პოლიტიკის კუთხით მოსკოვიდან აშკარა და გაცხადებული გზავნილი მოდის
2015/09/07 13:25:57

„საგარეო „მოსკოვიდან აშკარა და გაცხადებული გზავნილი მოდის საგარეო პოლიტიკის კუთხით, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის მეზობლები რუსეთის ფედერაციის ინტერესის ზონაში იმყოფებიან.“-აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციიის - „ევროპის ახალიგეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში“ გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 

კონფერენცია მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისათვის დაეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის  (EPRC) ორგანიზებით ტარდება.

 

სახელმწიფოს მეთაურმა გამოსვლისას ყურადღება ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მნიშვნელობასა დარეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა და რუსეთის საგარეო პოლიტიკის საფრთხეებზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების განხილვისას აღნიშნა, რომ უკრაინაში განვითარებულიტრაგედია, სწორედ, 7 წლის წინ, რუსეთის მიერ საქართველოს  მიმართ განხორციელებულ აგრესიაზე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არასათანადო რეაგირების ლოგიკური გაგრძელებაა.

 

„ლოგიკურია, რომ დღეს ეს ღონისძიება საქართველოში ტარდება. ქვეყანაში, სადაც 6 წლის წინ ევროპის სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ეს იყო 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთის რეგულარული ჯარი დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შემოიჭრა, დღეს კი ევროპული სტაბილურობა და უსაფრთხოება ღია საკითხად რჩება. მოსკოვიდან აშკარა და გაცხადებული გზავნილი მოდის საგარეო პოლიტიკის კუთხით, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის მეზობლები რუსეთის ფედერაციის ინტერესის ზონაში იმყოფებიან. რუსი პოლიტიკოსები თვლიან, რომ ამ ქვეყანაში საკითხების გადაჭრა ნებისმიერი ფორმით შეუძლიათ, და მათ შორის არის სამხედრო გზა. მე რუსეთის ამგვარ მიდგომაზე პასუხს ჯერ ვერ ვხედავ,"-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

 

თბილისის საერთაშორისო კონფერენციას მაღალი რანგის პირები, ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, აშშ-ის,დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური, დიპლომატიური, აკადემიური და ექსპერტული წრეების და სამოქალაქოსაზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

2015 წლის თბილისის საერთაშორისო კონფერენციის დასრულების შემდეგ შემუშავდება  და გამოქვეყნდება სამოქმედო გეგმა, რომელსაც სარეკომენდაციო სახე ექნება და შესაძლებელს გახდის განვითარებადი დემოკრატიების უფრო ქმედით მხარდაჭერას.

 

წყარო: http://sazogadoeba.ge/

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 26394
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია