დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფეისბუქპოსტი
გია თევდორაძე ქუთაისის მერიას - ხალხო, მართლა ასეთი დეზორგანიზებულები ხართ, რომ ქალაქის ცენტრშიც დაგიდით ნახირი?
2015/09/06 19:31:15

პარლამენტარი და ქუთაისის ყოფილი მერი გია თევდორაძე ფეისბუქგვერდზე ქუთაისშის ცენტრალურ ადგილებში ოტხფეხა პირუტყვის მომრავლებას ეხმაურება და და ქალაქის დღევანდელ ხელმძღვანელობას მიმართავს:


ეს ფოტოები დღესაა გადაღებული, ქუთაისის ისტორიულ ცენტრში, თეთრ ხიდთან!!!...
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია უკვე კარგახანია ცხენების და რქოსანი პირუტყვის საძოვრადაა ქცეული, სასესიო დარბაზში თუ მის გარეთ რამოდენიმეჯერ მივმართე შესაბამის უწყებებს ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, მაგრამ თითიც კი არ გაუნძრევია არავის! მექმნება შთაბეჭდილება რომ, ან ,,სხვა ქალქში" ცხოვრობს ეს ხალხი, ან ამით ოდნავი დისკომფორტიც კი, არ ექმნებათ...

 

ჩემთვის ეს საკითხი, პოლიტიკურ ჩარჩოებს ნამდვილად სცილდება, ვინც მიცნობს მიხვდება რომ გულწრფელი ვარ. ამიტომ ქუთაისის მერიას საჯაროდ მინდა ვკითხო ; ხალხო, მართლა ასეთი დეზორგანიზებულები ხართ რომ ქალაქის ცენტრშიც დაგიდით ნახირი, თუ გეგმაზომიერათ აკეთებთ ამას, რომ ნარატივი ქუთაისური პროვინციალიზმის შესახებ, კიდევ უფრო მეტად განამტკიცოთ?!....

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12728
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია