დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა ითქვა რეგიონულ თათბირზე
2015/09/04 10:36:29

ხონის რაიონის გზების რეაბილიტაციაზე მიმდინარე წელს 1 677 770 ლარი იყო გამოყოფილი, ამ ეტაპზე ქალაქ ხონში უკვე დასრულებულია თუთისანის, გორგასლისა და ქაცარავას ქუჩებზე ასფალტო–ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები. ქალაქში სულ 3 კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება მოხდა და ასევე, დასკვნით ფაზაშია სანიაღვრე არხების მოწყობის პროცესიც. ამ დრომდე ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გზა ამორტიზებული იყო, რაც ტრანსპორტისა და მგზავრების გადაადგილებას პრობლემებს უქმნიდა.


ხონის მუნიციპალიტეტში რეგიონული თათბირი გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ. თათბირის ერთ–ერთი მთავარი თემა მოსახლეობის საშეშე მასალით უზრუნველყოფა იყო. ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სამსახურის უფროსმა მანუჩარ გაფრინდაშვილმა, მხარის პირველ პირებს აღნიშნული მიმართულებით არსებული მდგომარეობა გააცნო. შეხვედრაზე ასევე, ანგარიში წარადგინა გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეგიონული სამსახურის ყველა წარმომადგენელმა. 


მხარეებმა რეგიონში გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებასა და დაბინძურებული ლოკაციების გაწმენდის გზებზე იმსჯელეს.

 

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ადგილობრივ თვითმმართველობებთან კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, მსგავსი ტიპის გასვლით შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში ყოველ თვეში მართავს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2498
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია