დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისში იარაღის რაელიზატორები დააკავეს
2015/09/02 13:41:41

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული გიორგი ფ. თბილისში, ხოლო 1973 წელს დაბადებული გიორგი გ. გორის რაიონის სოფელ არბოში დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ფ-მ თბილისში, იარაღის ერთ-ერთ მაღაზიაში, „გლოკის“ სისტემის ორი პისტოლეტი შეიძინა, რომლებიც შენახვის უფლებით გაიფორმა. აღნიშნული პისტოლეტები მან წინასწარი შეთანხმებით, გიორგი გ-ს 1500 ლარად, უკანონოდ მიჰყიდა.

 

სამართალდამცველებმა, გიორგი გ-ს საცხოვრებელი სახლის და ავტომანქანის ჩხრეკისას, 3 საბრძოლო ვაზნა, ხოლო სოფელ არბოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან, მის მიერ გადამალული, უკანონოდ შეძენილი, „გლოკის“ სისტემის 2 არარეგისტრირებული პისტოლეტი ამოიღეს.

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით).

 

წყარო: http://police.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2448
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია