დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განახლებული სარაგბო ბაზა „ქართუს“ 11 მილიონი დაუჯდა
2015/09/01 19:24:41

დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა საქართველოში ყველაზე დიდი სარაგბო ბაზა „აია-არენა" ქუთაისში გახსნა. ღონისძიებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. 


ქუთაისის სარაგბო ბაზა „აია-არენა" საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" დაფინანსებით ასოციაცია „ატუმ" მოაწყო. ევროპული სტანდარტების ბაზა 11 მილიონი ლარი დაჯდა. ბაზაზე განთავსებულია 4 მოედანი - 3 სათამაშო და 1 სავარჯიშო. ცენტარლური სტადიონი 4 860 მაყურებელზეა გათვლილი, მეორე მოედანი 1 330 მაყურებელს იტევს, მესამე სტადიონი კი 751 ადგილიანია. კომპლექსი აღჭურვილია საკონფერენციო, სატრენაჟორო და მოსასვენებელი ოთახებით, VIP,PRESS და მატჩის კომისრის ლოჟებით, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის კაბინეტებით. მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა. "აია-არენას" ტერიტორია მოიცავს 9 ჰექტარს და საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი სარაგბო ბაზაა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 15558
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია