საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საკადრო ცვლილებები მთავრობაში
2015/09/01 15:10:11

საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს. თამარ ბერუაჩაშვილი ამ პოსტზე ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა.

 

კვირიკაშვილი ახალ თანამდებობაზე ჟურნალისტებს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარუდგინა. კვირიკაშვილი საგარეო უწყებაში გადასვლასთან ერთად ასევე შეინარჩუნებს ვიცეპრემიერის თანამდებობასაც. 

 

"თქვენ იცით, რომ მთავრობა კონცენტრირებულია ეკონომიკურ განვითარებაზე, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და სარგებელი მოაქვს თითოეული მოქალაქისთვის და სწორედ ეს მიზანი განსაზღვრავს ჩვენ საგარეო პოლიტიკას და შიდა ეკონომიკურ დღის წესრიგს. ამიტომ ამ ორი სფეროს კონსოლიდაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილის გამოცდილება ქვეყანას დაეხმარება ისეთი საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც კიდევ უფრო მჭიდრო კავშირში იქნება მთავრობის ეკონომიკურ პრიორიტეტებთან და ქვეყანას კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოუტანს საგარეო მიმართულებით, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის გაძლიერების კუთხით.

 

გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდანვე იკავებდა.

 

ახალი ხელმძღვანელი ჰყავს ეკონომიკის სამინისტროსაც, ამ პოსტს თბილისის ვიცემერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს, რომელიც მანამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

 

ეკონომიკის ახალ მინისტრს ბანკ ქართუში მუშაობის 12  წლიანი გამოცდილება აქვს.  2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა, რამდენიმე თვის წინ კი ქუმსიშვილმა თბილისის ვიცემერის პოსტზე ალექსანდრე მარგიშვილი შეცვალა.

 

საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს პრემიერმა მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თამარ ბერუჩაშვილის მომავალი საქმიანობის ბედს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი გადაწყვეტს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1546
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია