საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
როგორ გავატაროთ უმუშევრობის პერიოდი ნაყოფიერად
2015/08/31 18:57:03

შეიძლება, ახლა მოწყენილი ზიხარ კომპიუტერთან, რადგან არ იცი როგორ გამოიყენო თავისუფალი დრო, რომელიც თავზე საყრელად გაქვს. ეს პოსტი გამოგადგება, თუ დაიჯერებ ამ სტატიის ავტორი ორი წელი ვეძებდი სამსახურს. არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტო სასურველი ვაკანსიის ძებნის პროცესი, მაგრამ სანამ ახალ სამუშაოს იპოვი, არც მოიწყინო. შეგიძლია, ეს დრო, ნაყოფიერად გამოიყენო..

 

 

1. გაიღვიძე, დილის 9 საათზე. ეს, საუკეთესო დროა, დილის დასაწყებად. გაიმზადე საყვარელი სასმელი, ყავა ან ფორთოხლის წვენი, ჩამოჯექი სამზარეულოში, გამოაღე ფანჯარა და დატკბი ყავის არომატით. არ იფიქრო ცუდზე. დილის ნიავი შენზე აუცილებლად დადებითად იმოქმედებს.

 

 

2. თუ ქალბატონი კითხულობს ამ პოსტს,რომელზეც ამ ეტაპზე ამბობენ, რომ ის მხოლოდ დიასახლისია (ქალებს, რომლებიც ადრე მუშაობდნენ, ეს სიტყვა, საშინლად აღიზიანებთ. პირადი გამოცდილებიდან ვიცი), ამიტომ ფიქრებში შეცვალე ეს სახელი. იფიქრე ხარ სახლის ფერია, ან დედოფალი. არ დაგეზაროს საოჯახო საქმეების კეთება. მართალია, მოსაწყენია ყოველ დღე ერთი და იგივე, მაგრამ დარწმუნებული ვარ გექნება რომელიმე საოჯახო საქმე, რომელიც მთელი გულით გიყვარს. მე, მაგალითად ძალიან მიყვარს უთაობა. ამ დროს ვარ ქალი, რომელიც გრძნობს უდიდეს სიყვარულს ოჯახის მიმართ. ყველაფერს, როდესაც დაალაგებ, იფიქრე, თუ შეგიძლია ასე მოაწესრიგო სახლი, მაშასადამე სამსახურშიც შესძლებ ყველაფერს წარმატებით გაართვა თავი. აუცილებლად გამონახე დრო თავის გასალამაზებლად. იყიდე საყვარელი ფერის ლაქი, იისფერი პომადა და გალამაზდი. ეს დაგეხმარება, სახლშიც ფორმაში იყო და კარგად იგრძნო თავი.

3. მამაკაცებო, თუ მარტო ცხოვრობთ, ეცადეთ, სახლში დაიცვათ წესრიგი. ყურადღება მიაქციეთ, თქვენს გარეგნონას. ჩაიცვით სუფთად და ნუ მიეძალებით ალკოჰოლს, მაგრამ თუ გყავთ ოჯახი, არავითარ შემთხვევაში არ გამოავლინოთ აგრესია სხვების მიმართ. შეგიძლიათ წაიყვანოთ შვილები სასეირნოდ, დაპატიჟოთ მეუღლე კინოში და ძილის წინ პატარებს წაუკითხოთ ზღაპარი. დიახ, ეს ცნობილი რჩევებია, მაგრამ თქვენ მათ იშვიათად ითვალისწინებებთ. ასე თუ მოიქცევით, უმუშევრობის პერიოდს, მომავალში გაიხსენებთ, როგორც საუკეთესო ‘მოგზაურობას” საყვარელ ადამიანებთან ერთად.

 

 

4. მთავარია, არ ჩავარდე სასოწარკვეთაში. დეპრესიას გაექეცი. არ იფიქრო, რომ შენ არავის ჭირდები. წარმოიდგინე, სამყარო უსასრულოა. ამ უსასრულობაში ჩვენ, როგორც პაწაწინა რგოლები, ერთ ფერად ჯაჭვზე ვართ ასხმული და ყოველთვის გვჭირდება ერთმანეთის ცოდნა და დახმარება.

 

 

4. გამოიყენეთ ინტერნეტი, მაგრამ დიდ დროს ნუ დაუთმობთ, სოციალურ ქსელებში მეგობრებთან მიმოწერას. უკეთესია ისინი სახლში დაპატიჟოთ. მოიძიე შენთვის სასურველი ვაკანსია და გააგზავნე სივი. ასე მოიქეცი, ყოველ დღე. წაიკითხე შთამაგონებელი ისტორიები. მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას და გაიღრმავეთ ცოდნა უცხო ენაში, რომელსაც ფლობთ. ახალ სამსახურში აუცილებლად გამოგადგებათ. ჩემი რჩევა იქნება, იუთუბიზე მოძებნოთ მართვის აკადემიის ტრენერ, ალექსანდრე ჯეჯელავას ლექციები. (” პირდაპირი და არაპირდაპირი მოტივაცია”,”მოტივაციის ფიალა”,”განვითარება და წარმატება” და სხვა). ამ ტრენინგებით მიღებული ინფორმაცია აგიმაღლებთ ცოდნას მენეჯმენტის, ეკონომიკისა და ბიზნესის შესახებ, რაც დღეს საკმაოდ მოთხოვნადია. მერწმუნე, მე როდესაც სამსახურს ვეძებდი, ყოველ დღე ვუსმენდი ბატონ ალექსანდრეს ლექციებს და ამიტომ როდესაც გაყიდვების მენეჯერის პოსტი შემომთავაზეს მიღებული ცოდნა დამეხმარა წარმატებით გამერთვა თავი დაკისრებული მოვალეობისთვის.

 

 

5. წადი სასეირნოდ. მოუსმინე ხეებს, ყვავილებს. შეაგროვე ფოთლები. მალე ისინი, ოქროსფრად შეიმოსებიან და კიდევ უფრო გაალამაზებენ ქალაქს. მოუყევი ბუნებას შენი ოცნების შესახებ. ის ყველაფერს იმახსოვრებს და აუცილებლად კარგ საჩუქარს გაგიკეთებს. დაჯექი რომელიმე პარკში, წაიკითხე წიგნი, რომელიც ყოველთვის გინდოდა წაგეკითხა, მაგრამ არ გქონდა თავისუფალ დრო. შეიგრძენი წამები, წუთები და გაიღიმე. ასეთი მარტოობა ყოველთვის ამართლებს. შეგიძლია ჩახვიდე სოფელში,(ან დედულეთში) მოინახულე მშობლები, ნათესავები. გაიგე როგორ ცხოვრობენ სხვები. მოისმინე მათი ამბები. ყოველ დილით ისეირნე ტყეში. მოისმინე მელოდია, რომელსაც შენი გული უკრავს. მისი ნოტები სხვა ხმებში არ უნდა აგვერიოს. ბუნებაში მიღებული ენერგია მომავალში დაგეხმარება საქმეებით გადატვირთულ დღეებს წარმატებით გაართვა თავი. თუ როგორ ამას სხვა პოსტში გიამბობ, როდესაც საქმეეში ჩაფლულს დასვენება დაგჭირდება.

 

 

6.კარგი იქნება თუ გაქვს ცოტაოდენი დანაზოგი, შესძლებ ამ ფულით საქართველოს ის კუთხეები მოინახულო, სადაც ჯერ არ ყოფილხარ. ასეთი ბევრია : რაჭა-ლეჩხუმი, ყაზბეგი, მესტია, გუდაური, აბასთუმანი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. შეგიძლია, ინტერნეტში იპოვო სამ დღიანი ტური , რომლის დახმარებით შენი სამშობლოს შესახებ კიდევ უფრო მეტს გაიგებ.

 

 

7. ქალაქში როცა იქნები, შეგიძლია წახვიდე “თბილისი მოლში”.განიტვირთე. ამ სავაჭრო ცენტრს იმიტომ გირჩევ, რომ აქ პოზიტიური გარემო დაგხვდება.  შეიძინე თუნდაც უბრალო სამოსი, მაგრამ წარმოიდგინე რომ მას სამსახურში პირველ დღეს ჩაიცვამ. ეს დაგეხმარება არ შეწყვიტო ოცნება.”ბიბლუსში” დაათვალიერე წიგნები, სასაჩუქრე ბარათები და ხელს გამოაყოლე პაულო კოელიოს, რომელიმე წიგნი. მისი შემოქმედების საშუალებით შენ დაიჯერებ, რომ სამყარო ჯადოქარია, რომელიც ყველაფერში გეხმარება.

 

 

 

8. ჩამოჯექი “კაფე მოკაში” ,რომელიც “თბილისი მოლის” მეორე სართულზე მდებარეობს. დალიე ფინჯანი ყავა. მე როდესაც ყავას მივირთმევ, ენერგიით ვივსები. მისი ჯადოსნური მარცვლები ჩემს განწყობას აუმჯობესებს და ახალ პოსტზე მუშაობას ენერგიულაად ვიწყებ. შენც სცადე. შეგიძლია მოგვწერო შენი გამოცდილება სხვადასხვა აქტუალური თემის შესახებ.

 

 

9. ვიცი, შენ კეთილი გულის პატრონი ხარ და მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობ. სურვილი გაქვს, დაეხმარო უმწეოე ბავშვებს.იფიქრე, თუ რა საჩუქარს გაუკეთებ პატარებს, როდესაც საკუთარი ფული გექნება.

 

 

10. როცა სამსახურის გარეშე დავრჩი, ვცდილობდი ისე გამომეყენებინა დრო , როგორც ჩემს პოსტში გიამბე. ახლა, როდესაც ვიხსენებ მაშინდელ დღეებს, ვფიქრობ, რომ ნაყოფიერად გავატარე უმუშევრობის პერიოდი.

 

 

11. მთავარია, არასდროს დაკარგო სამსახურის ძიების სურვილი, არ დაყარო ფარ-ხმალი, რადგან თუ გონება არ წყვეტს ოცნებას, ეს უკვე ნახევარი წარმატებაა. დანარჩენს მონდომებითა და შრომით აუცილებლად მიაღწევ. შეიძლება თქვა, რომ საქართველოში სამსახურის პოვნა ძნელია, მაგრამ ამ აზრს ყურადღებას ნუ მიაქცევ. მაინც იბრძოლე, ეძებე, გჯეროდეს! მერწმუნე, სხვებს, აუცილებლად დასჭირდებათ შენი ცოდნა და გამოცდილება. დააკაკუნე და  კარს, აუცილებლად გაგიღებენ!

 

 

წყარო: http://www.4motivi.com/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4632
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია