დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტყიბულში მეშახტის დღე აღნიშნეს
2015/08/31 18:52:20

ტყიბულში მეშახტის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა. სიმბოლურად, „მეშახტეთა შრომის დიდების მემორიალის" მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ, კაფსულა საზეიმო ვითარებაში ჩადეს.

 

მხარის პირველმა პირმა ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" ხელმძღვანელობასთან ერთად, 13,2 მეგავატიანი სიმძლავრის ნახშირის თბოელექტრო სადგურიც დაათვალიერა, რომელიც სრულად რეაბილიტირდა და ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს, რაც მუნიციპალიტეტში დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. იმერეთის გუბერნატორმა ასევე, ახალ ნახშირზე მომუშავე 150 მეგავატიანი თბოსადგურის მშენებლობის ადგილი მოინახულა. აღნიშნული პროექტის განხორციელება ქვეყანას ენერგო დამოუკიდებელს გახდის.

 

რუსთაველის ქუჩაზე რეაბილიტირებული მოაჯირებიც გაიხსნა. მდინარის გასწვრივ ამორტიზებული 500 მეტრიანი ბეტონის მოაჯირები ლითონმა ჩაანაცვლა, ასევე დამონტაჟდა გარე განათებები. 116 504 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

 

ღონისძიებების ფარგლებში ,,ჯი-აი-ჯი ჯგუფის" ინიციატივითა და ხელისუფლების თანადგომით 5 წარმატებულ მეშახტეს სახელმწიფო ჯილდო, ღირსების ორდენები და მედლები გადაეცა. დღის ბოლოს ანსამბლ ,,ერისიონის' კონცერტი გაიმართა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2391
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია