საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში 4პირი პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემისთვის დააკავეს
2015/08/29 15:06:52

შს სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქუთაისში რამდენიმე ადგილას ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად 4 პირი დააკავეს 

შსს-ს ცნობით, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებულია ჩინური მასაჟის სალონის ადმინისტრატორი, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1984 წელს დაბადებული ლენგსუე ჭ, სასტუმრო „კოლხეთის“ მფლობელი, 1963 წელს დაბადებული ნანა ა, ჩინური მასაჟის სალონის ადმინისტრატორი, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული გუანხუეი შ. და სასტუმრო „ვიქტორიას“ ადმინისტრატორი, 1959 წელს დაბადებული მარინე გ. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროებსა და სალონებში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 19139
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია