დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ბაგსვუდელები“ ინგლისიდან დაბრუნდნენ
2015/08/27 10:41:33

ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადებსა და სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული თორმეტი საუკეთესო მოსწავლე დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდნენ. ისინი ორი კვირის განმავლობაში ინგლისური ენის შემსწავლელ ინტენსიურ კურსს ჰეისტინგსის (ინგლისი) ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში გადიოდნენ. მოსწავლეები შეირჩნენ ,,ინგლისური ენის საზაფხულო სკოლიდან’’, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლასთან ერთად ხორციელდება.

მოსწავლეების ვიზიტი დიდ ბრიტანეთში დატვირთული იყო როგორც აკადემიური, ასევე არააკადემიური აქტივობებით. ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლებასთან ერთად, მათ ჰქონდათ უამრავი თემატური ექსკურსია, ცხოვრობდნენ ტრადიციულ ბრიტანულ ოჯახებში და ეცნობოდნენ მათ ტრადიციებსა და კულტურას.

„ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში“ ერთ-ერთი პროექტია, რომელსაც სამინისტრო„ ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში“ ახორციელებს. პროექტი წყნეთში - ,,ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისის’’ ბაზაზე მიმდინარეობდა, აღნიშნული მოსწავლეები 3 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ საზაფხულო სკოლის მეორე ნაკადაზე. მომდევნო 12 გამარჯვებული მოსწავლე, დიდ ბრიტანეთში, ანალოგიური სასწავლო და კულტურული გამოცდილების მისაღებად 19 სექტემბერს გაემგზავრება.

ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები  იღებენ. მოსწავლეების შერჩევა საგნობრივი ოლიმპიადების, სხადასხვა სასკოლო ოლიმპიადების შედეგებისა და ინგლისური ენის საბაზისო ცოდნის საფუძველზე ხდება.

600 მოსწავლიდან 36 საუკეთესო მოსწავლე ირჩევა, რომლებიც 2 კვირით, ეტაპობრივად, ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე გაერთიანებულ სამეფოში მიემგზავრება.

წყნეთის ბაქსვუდის სკოლაში მოსწავლეები დასვენებასთან ერთად, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის მიერ სპეციალურად ამ პროგრამისთვის შექმნილი სახელმძღვანელოებით ინგლისური ენის ცოდნასაც იღრმავებენ. სკოლაში აქტივობების პროგრამა ინგლისური მხარის მიერ არის შემუშავებული და მოსწავლეთა ინტელექტუალური, სპორტული და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაზეა ორიენტირებული. სწავლაში გამორჩეული და წარმატებული მოსწავლეების წახალისების ეს ფორმა ძალზე მნიშვნელოვანია, მოსწავლეებში მოტივაცია ჩნდება და ყოველწლიურად სასკოლო ოლიმპიადებში ასობით მონაწილე ერთვება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4779
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია