საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
10 ძვირადღირებული იდეა, რომელიც თავის დროზე კაპიკებად გაიყიდა
2015/08/27 09:29:35

ძალიან ხშირად გენიალურ იდეებს პირველ ხანებში ვერ აფასებენ. ისტორიას ბევრი შემთხვევა ახსოვს, როცა ადამიანები პურის ფულის საშოვნელად კაპიკებად ჰყიდნენ იდეებს, რომლებსაც გარკვეული დროის შემდეგ უამრავი ფული მოჰქონდა. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ და წარმატებულ იდეას, რომლებიც თავის დროზე ძალიან მცირე თანხად იქნა გაყიდული, მოგვიანებით კი მფლობელებმა მათი წყალობით მილიონები იშოვეს.

1. ედგარ ალან პოს ლექსი
image

ედგარ ალან პოს ლექსში „ყორანი“ მოთხრობილია ადამიანზე, რომელთანაც მიფრინდა ყორანი იმ დროს, როცა კაცი დაკარგულ სიყვარულს მისტიროდა. თავიდან პოს სურდა ლექსის დაბეჭდვა მეგობრის ჟურნალში, მაგრამ უარი მიიღო. ამის შემდეგ მიჰყიდა „ყორანზე“ საავტორო უფლება „The American Review“-ს 9 დოლარად. ლექსს წარმოუდგენელი წარმატება ხვდა წილად და ალან პოს უდიდესი პოპულარობა მოუპოვა. იგი გადაბეჭდეს უამრავ ჟურნალ-გაზეთში. დღეს „ყორანი“ ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლექსია. უკვე დათვლაც კი შეუძლებელია რამდენჯერ იქნა გამოცემული თუ ეკრანიზებული. 2009 წელს პირველი წიგნის ერთ-ერთი ეგზემპლარი 662 500 დოლარად გაიყიდა, ედგარ პომ კი სიცოცხლე სიღარიბესა და შიმშილში გალია.

2. ქინძისთავი

image

უოლტერ ჰანტი – ნიუ-იორკელი მექანიკოსი, ცნობილია მრავალრიცხოვანი გამოგონებით. მას ეკუთვნის პატენტები ავტოკალამზე, დანის სალესზე, ტრამვაის ზარებზე, სამზარეულოს ქურაზე, საკერავ მანქანაზე, ქუჩების საწმენდ მანქანაზე, ლურსმნების მწარმოებელ მანქანაზე და ა.შ. მეგობრისგან ვალად აღებული 15 დოლარის გასასტუმრებლად ჰანტმა გადაწყვიტა რაიმე გამოსადეგი მოეგონებინა, რისთვისაც სწრაფადვე გადაუხდიდნენ. ასე გაჩნდა იდეა ჩვეულებრივი ქინძისთავის, რომლის პატენტი 1849 წლის 10 აპრილს კომპანია WR Grace-ს 400 დოლარად მიჰყიდა. გამომგონებელმა მეგობარს 15 დოლარი დაუბრუნა, კომპანია WR Grace-მა კი
მილიონობით დოლარი იშოვა.

3. „ბითლზები“
image

„სერჟანტ პეპერის მარტოხელა გულების ორკესტრი“ – The Beatles-ის მერვე სტუდიური ალბომი. გარეკანის დიზაინი ეკუთვნოდა ცნობილ ბრიტანელ პოპ-ხელოვანს პიტერ ბლეიკსა და მის მეუღლეს, იან ჰავორტს. გარეკანი წარმოადგენ კოლაჟს ცნობილი ისტორიული პერსონაჟების ფოტოებისა, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ჯგუფ The Beatles-თან. ბლეიკსა და ჰაბორტს შესრულებული სამუშაოსთვის 100 ფუნტი სტერლინგი გადაუხადეს (დაახლოებით 280 აშშ დოლარი). ალბომი და მისი გარეკანი ლეგენდარული გახდა და 32 მილიონ ეგზემპლარად გიყიდა მთელ მსოფლიოში. დღეისთვის იგი ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ალბომად ითვლება, ხოლო გარეკანი მუსიკალური ალბომის ყველა დროის საუკეთესო გარეკანად აღიარეს.

4. ჟელე
image

1895 წელს ხველის საწინააღმდეგო სიროფის მწარმოებლებმა, ნიუ-იორკელმა პირლ და მეი უაიტებმა მოიფიქრეს, როგორ ექციათ ჟელატინის ფხვნილი ხილის წვენის დამატებით, გემრიელ და კომერციულად მომგებიან პროდუქტად. ახალ პროდუქტის, რომლის 88% შაქარს წარმოადგენდა, მათ „ჟელე“ უწოდეს“. მათ პიტერ კუპერისგან შეიძინეს ჟელატინის ფხვნილის გამოყენების პატენტი, რომლითად დიდი ხანი იყო არავინ დაინტერესებულა, და გადაწყვიტეს ჟელეს კომერციული მიზნით წარმოება. მაგრამ ყაიტები ცუდი მარკეტოლოგები აღმოჩნდნენ და ჟელეს პატენტი მიჰყიდეს თავიანთ მეზობელს, ფრენკ ვუდვარდს 450 დოლარად, 1899 წელს. 1906 წელს კი ჟელეს წლიურმა მოგებამ 250 ათას დოლარს მიაღწა. 2013 წელს კი ეს რიცხვი 500 მლნ. დოლარს გაუტოლდა.

5. „ჯეიმს ბონდის“ მელოდია

 

 

„ჯეიმს ბონდის“ მელოდია თავდაპირველად მონტი ნორმანმა დაწერა 1962 წელს პირველი ფილმისთვის სერიიდან „ექიმი ნოუ“. კინოკომპანიამ, რომელსაც არ მოეწონა ჟღერადობა, მელოდიის შესაცვლელად დაიქირავა კომპოზიტორი ჯონ ბარი. ბარიმ მას როკისა და ჯაზის ელემენტები დაამატა და მელოდიის საერთო ტემპსაც მოოუმატა. შედეგად მიიღო ჰიტი, რომელსაც დღესაც კი ყველა ცნობს. ბარის ამ სამუშაოსთვის 250 ფუნტი სტერლინგი (დაახლ. 700 აშშ დოლარი) გადაუხადეს, მონტი რომანმა კი 1 მილიონ დოლარზე მეტი ჰონორარი მიიღო.

6. კოკა-კოლა
image

ფარმაცევტმა ჯონ პემბერტონმა Coca-Cola-ს პირველი ფორმულა შექმნა 1886 წელს. გონებისა და ნერვული სისტემის მატონიზირებელი ახალი სასმელის გაყიდვა იმავე წელს დაიწყო ატლანტის აფთიაქებში. ერთი ბოთლის ფასი 0, 05 დოლარი იყო, პემბერტონმა კი პირველ წილს კოკა-კოლას გაყიდვებით სულ რაღაც 50 დოლარის გამომუშავება შეძლო. მას ავადმყოფობისა და მორფზე დამოკიდებულების გამო ფული სჭირდებოდა, რის გამოც სასმელის წარმოების უფლება სხვა ინვესტორებს მიჰყიდა 1484 დოლარად. ამ ინვესტორებმა კი, თავის მხრივ, პატენტი ბიზნესმენ ასე კენდლერს მიჰყიდეს 2300 დოლარად. კენდელი კოკა-კოლის ერთადერთი მფლობელი გახდა და დააფუძნა იმავე სახელწოდების კომპანია. საბოლოოდ მანაც გაყიდა თავისი კომპანია 1919 წელს 25 მილიონ დოლარად, რაც დღევანდელი 341 მილიონი დოლარის ექვივალენტური იყო.

7. ვინსენტ ვან გოგის „წითელი ვენახი“
image

“წითელი ვენახი“ ვინსენტს ვან გოგის 1888 წელს ზეთში შესრულებული ნახატია. ეს იყო ერთადერთი ნამუშევარი, რომელიც მხატვარმა სიცოცხლეში გაყიდა. იგი ბელგიელმა მხატვარმა, ანა ბოშმა იყიდა 1890 წელს 400 ფრანკად (დაახლ. დღევანდელი 1600 დოლარი). ედგარ პოს მსგავსად ვან გოგიც სიღარიბეში ცხოვრობდა და ტრაგიკულა გაიღუპა. სიცოცხლეში მას აღიარება არ ღირსებია, დღეს კი მისი ნახატები მილიონობით დოლარად იყიდება. ვან გოგის ყველაზე ძვირადღირებული ნახატი, „ექიმი გაშეს პორტრეტი“, რეკორდულ თანხად, 82, 5 მილიონ დოლარად გაიყიდა 1990 წელს (დღევანდელი 150 მილიონი დოლარი). „წითელი ვენახი“ კი
1906 წელს გაყიდა ანა ბოშმა 10 000 ფრანკად.

8. „ტერმინატორი“
image

80-იანი წლების დასაწყისში ჯეიმს კემერონი ერთი უცნობი რეჟისორი იყო, რომელსაც არც ფული ჰქონდა და არც საცხოვრებელი თავის მანქანაში ან მეგობრის სახლში ათევდა ღამეს. ამ პერიოდში დაწერა მან სცენარი სახელწოდებით „ტერმინატორი“, რომელიც ჰოლივუდის ბევრ კომპანიას შესთავაზა, მაგრამ დამწყებ რეჟისორთან თანამშრომლობა არავინ ისურვა, გარდა გეილ ანა ჰერდისა New World Pictures-იდან. იგი დათანხმდა ნება მიეცა კემერონისთვის ფილმის რეჟისორი ყოფილიყო იმ პირობით, რომ მიჰყიდიდა ფილმზე საკუთრების უფლებას სიმბოლურ 1 დოლარად. კემერონი დათანხმდა და, მართალია დაკარგა „ტერმინატორზე“ საავტორო უფლება, მაგრამ სამაგიეროდ ამ ფილმმა იგი საქვეყნოდ ცნობილ და მაღალანაზღაურებად რეჟისორად აქცია.

9. ადამიანი-ობობა
image

1982 წელს „ადამიანი-ობობას“ ფანატმა ილინოის შტატიდან, რენდი შუელერმა შექმნა სიუჟეტური ხაზი მომავალი კონკურსისთვის, რომელსაც Marvel Comics ატარებდა. თავისი ისტორიისთვის აქსეუარად მან ადამიანი-ობობას ახალი კოსტიუმი შეიმუშავა (მთლიანად შავი ფერის კოსტიუმი, რომელზეც ადამიანი-ობობას ემბლემაა გამოსახული, რაც რადიკალურად განსხვავებულია 20 წლის მანძილზე გამოყენებული ტრადიციული ლურჯ-წითელის სამოსისგან). რამდენიმე თვის შემდეგ მან მიიღო წერილი Marvel-ის მთავარი რედაქტორის, ჯიმ შუტერისგან, რომელსაც მოეწონა იდეა და მისი ყიდვა მოინდომა 220 დოლარად. შუელერი სიხარულით დათანხმდა ამ წინადადებას. შედეგად, მისი სიუჟეტი ჟურნალში კი არ დაიბეჭდა, არამედ 1984 წელს Marvel-მა გააკეთა ადამიანი ობობას ახალი კოსტიუმის პრეზენტაცია. ფილმის მხოლოდ მესამე ნაწილმა, რომელიც გაქირავებაში 2007 წლიდან გამოვიდა, 900 მილიონ დოლარზე მეტი მოგება მოიტანა.

10. ჯეკ ლონდონის რომანი „წინაპართა ძახილი“
image
ჯეკ ლონდონის რომანი პირველად გამოქვეყნდა 1903 წლის იანვარში, ჟურნალ Saturday Evening Post-ის ოთხ გამოცემაში. ჟურნალმა ლონდონს 750 დოლარი გადაუხადა საკუთრების ნაწილობრივ უფლებაზე. იმავე წელს მწერალმა სრული უფლება მიჰყიდა Macmillan Publishers-ს 2000 დოლარად. ეს იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა იყო, რაზეც ბევრ მწერლას მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო. წიგნი გამოიცა 1903 წის 1 ივლისს და მისი ღირებულება იყო 1, 5 დოლარი. პირველივე დღეს გაიყიდა 10 000 ეგზემპლარი. 1914 წელს აშშ-ში გაიყიდა 500 000 წიგნი, 1965 წელს კი – 6 მილიონი. არც ლონდონისა და არც მისი მემკვიდრეებისთვის ამ შემოსავლიდან არც ერთი ცენტი არ გადაუხდიათ.

 

წყარო: http://www.4motivi.com/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4986
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია