დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა ხდება ვარძიაში?
2015/08/25 16:13:56

ვარძიის გადარჩენის პროგრამის ფარგლებში დაწყებულია კომპლექსის  ყველაზე დაზიანებული უბნების გამაგრება და კონსერვაცია, დასკვნით ეტაპზეა ვარძიის უძველესი კედლის მხატვრობის დიაგნოსტიკური სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის ბოლოს, სახელმწიფოს ექნება ვარძიის უძველესი მხატვრობის მდგომარეობის ანალიზი,  სრული კვლევითი დოკუმენტაცია  და კონსერვაციის ზუსტი მეთოდები. ვარძიაში ასევე მიმდინარეობს არქეოლოგიური კვლევა, რომლის შედეგად უკვე გამოვლენილია უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის 2 ახალი იარუსი და მასში არსებული 10 ქვაბული. საცხოვრებელ და სამეურნეო დანიშნულებდარბაზებში უძველესი თონის, სათავსოებიდა ქვევრების ნაშთები იკვეთება, სადაც ერთი ათეული საუკუნის წინ ღვინოს და მარცვლეულ კულტურას ინახავდნენ. ვარძიის ახლად გამოვლენილ უბანზე, ასევე აღმოჩენილია მოჭიქული და მოუჭიქავი კერამიკის ჭურჭელი - ფიალა, ქოთანი, სარქველები, რკინის შუბისპირი და გოძალი, რომელსაც არქეოლოგები XIII-XIV საუკუნით ათარიღებენ.


ვარძიაში კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გადარჩენის მიზნით, სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება:  კლდის კვლევა, კლდის გამაგრება-კონსერვაცია, ძეგლის არქეოლოგიური შესწავლა, კედლის მხატვრობის დიაგნოსტიკა და   ტურისტული ინფრასტუქტურის კეთილმოწყობა.


 

ვარძიის პროექტი მნიშვნელოვანია მისი საგანმანათლებლო კუთხითაც. ვარძიის მხატვრობის კვლევა და გადარჩენა  ხორცილედება თბილისის სამხატვრო აკადემიის რესტავრაციისა და კონსერვაციის ფაკულტეტისა და ინგლისის კურტოს უნივერსიტეტის თანამშრომლობით, რაც ქართველ სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.  

 

 

25 აგვისტოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, მინისტრი მიხეილ გიორგაძე ვარძიის კედლის მხატვრობის გადარჩენის პროგრამის ხელმძღვანელს დევიდ პარკსა და ვარძიის კლდის მხატვრობის კვლევისა და პროექტის დონორი ორგანიზაციის - დიდ ბრიტანეთში ჯექსონის ფონდის წარმომადგენლებს პიტ ბრაუნსა და ამანდა ტეილორს უმასპინძლა.  ღონისძიებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროცნული სააგენტოს ხლემძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ესწრებოდა.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5479
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია