საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სტიქია თურქეთში, ხოფასა და ბორჩხაში, სადაც ყველაზე მეტი ქართველია სამუშაოდ ჩასული
2015/08/25 11:57:42

თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში ძლიერი წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა შავი ზღვისპირა ქალაქებში _ ხოფასა და ბორჩხაში, სადაც ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქეა ჩასული სამუშაოს საძიებლად. ამ დროის მონაცემებით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ქართველები არ არიან.


ართვინის პროვინციის გუბერნატორის თქმით, მოვარდნილმა წყალმა მოგლიჯა ხეები, დატბორა ქუჩები და წყალი სახლებში შევარდა.

 

17 ადამიანმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. პროვინციის რამდენიმე რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამჟამად ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1992
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია