დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„აჟიოტაჟი თუ მოიხსნება, არაფერი საგანგაშო ქვეყანაში არ ხდება,“- გიორგი კვირიკაშვილი ლარის კურსზე საუბრობს
2015/08/25 08:27:03

"აჟიოტაჟი თუ მოიხსნება არაფერი საგანგაშო ქვეყანაში არ ხდება,"- ეს განცხადება საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით გააკეთა.

 

ეკონომიკის მინისტრი თვლის, რომ ლარის გაუფასურება ამჯერად ნავთობის ფასის ვარდნამ გამოიწვია.

 

"ჩინეთის ბირჟაზე, 2007 წლის შემდეგ, ნავთობის ფასი ჩამოვიდა 39 დოლარზე. ამ სიტუაციაში ჩვენთან რაც ხდება ძალიან დიდ წილად აჟიოტაჟზეა დამოკიდებული და ეს არავის წაადგება. ჩვენთან არის ჭარბი ვალუტა და ეს დათვლილია, იმპორტი უფრო მეტად არის შეკვეცილი ვიდრე ექსპორტი, დღეს აჟიოტაჟი თუ მოიხსნება არაფერი საგანგაშო ჩვენს ქვეყანაში არ ხდება,"- აცხადებს ეკონომიკის მინისტრი. 

 

გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ შესაძლოა უახლოეს პერიოდში ბიუჯეტის კომპონენტები გადაიხედოს. 

 

"მთავრობა არის მზად, რომ გადახედოს ბიუჯეტის კომპონენტებს. ჩვენთვის ამ სიტუაციაში ეკონომიკურ ზრდაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ეს შეიძლება იყოს საბიუჯეტო სახსრების გადახედვა ან ეროვნული ბანკის მხრიდან მეტი ინტერვენციის განხორციელება,"- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. 

 

წყარო: http://rustavi2.com/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6909
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია