დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნოდარ კაპანაძე:"ქადაგიძე დამწვარზე ასხამს მდუღარეს და უფრო აძლიერებს ამ პროცესს.“
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/08/22 20:48:03

 საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების მიზეზთაგან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ეროვნული ბანკის მიერ არასწორად წარმოებული ფინანსური ქმედებებია, _ ფიქრობს არაერთი ფინანსისტი. განსაკუთრებით აქცენტი კეთდება რეფინანსირებაზე, რომლის გაზრდაში ექსპერტი მიხეილ დუნდუა ხედავს ლარის კურსის გაფუჭების საფუძველს. საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე რეფინანსირების არსი და პროცესი ასე განმარტა ექსპერტმა ნოდარ კაპანაძემ:

 

 

 „რეფინანსირების არსი  იმაში მდგომარეობს, რომ ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე სესხის გაცემის გზით ეკონომიკაში უშვებს ფულის მასას (ეს რამდენჯერმე გააკეთა) ლარებში. შესაბამისად, კომერციული ბანკები აკრედიტებენ ეკონომიკას. საკრედიტო პორტფელის სტრუქტურის თანახმად 10 პროცენტზე ცოტა ნაკლებია ეკონომიკის რეალურ სექტორზე გაცემული კრედიტების ხვედრითი წონა.

 

კრედიტების აბსლუტური უმრავლესობა სამომხმარებლოა. შესაბამისად, გაცემული კრედიტებით დაუყოვნებლივ ხდება სამომხმარებლო პროდუქტების (ტექნიკა, ავტომობილი და . .) შეძენა, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ არის წარმოებული. ანუ, შესაბამისად, ეს თანხა დაუყოვნებლივ გაიწოვება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. საქართველოში რჩება გაზრდილი მოთხოვნა ვალუტაზე (ვინაიდან სამომხმარებლო კრედიტით შეძენილი საქონელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის ნაწარმოები) და გაზრდილი გაცვლითი კურსი.

 

ამდენად, ამ რეფინანსირების სესხებით ხდება ქვეყანაში მოხმარების სტიმულირება, რაც ქვეყანაში ეკონომიკის რეალური სექტორის პრაქტიკულად არარსებობის პირობებში აუცილებლად ნიშნავს ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკების მხარდაჭერას. ჩვენს შემთხვევაში ამას ემატება სავალუტო გზავნილების 25 პროცენტიანი შემცირება და შედეგად ვიღებთ 1$=2.36 ლარს. ანუ ობიექტური გარემოებები განაპირობებს ლარის გავლითი კურსის ზრდას, მაგრამ  ქადაგიძე დაწვარზე ასხამს მდუღარეს და უფრო აძლიერებს ამ პროცესს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3978
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია