დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზესტაფონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი გაიხსნა
2015/08/22 12:41:18

იმერეთში კიდევ ერთი სასწაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი გაიხსნა. 


ზესტაფონის რაიონული ცენტრი თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობაში განთავსდა. ახლადრეაბილიტირებული ფართი 120 კვადრატულ მეტრს მოიცავს. გამოყოფილია მოსასვენებელი ოთახები ექიმების, ექთნებისა და მძღოლებისათვის. სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრს ახალი ინვენტარიც გადაეცა, რომლითაც მთლიანად აღიჭურვა ადმინისტრაციული შენობა.

 

ზესტაფონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი წლების განმავლობაში ერთ–ერთი დაწესებულების სარდაფში იყო განთავსებული. თანამშრომლებს მუშაობა არასახარბიელო პირობებში უწევდათ, რაც სამედიცინო პერსონალს საქმიანობის ეფექტურად შესრულებაში უშლიდა ხელს.

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებისთვის ახალი შენობების გადაცემა იმერეთის მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს.

 

ცეტრი დღეს დილის სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა თეიმურაზ ხარაშვილმა გახსნეს. ღონისძიებას გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირძე, ვიცე-გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 20520
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია