დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კომპენსაციას კახეთში მხოლოდ დაზღვეული ვენახების მფლობელები მიიღებენ
2015/08/22 10:25:30

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, კახევში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. პირველ ეტაპზე შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია. კომისიის მუშაობაში ჩართულია სხვადასხვა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.


„სტიქიამ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ინფრასტრუქტურის მიმართულებით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული სამსახურების თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული ზარალის დამთვლელი კომისიის მუშაობაში. პირველადი ოპერატიული  მონაცემებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში საერთო ჯამში 2000 ჰა-მდე ვენახები მნიშვნელოვნად დაზიანდა. კომისია აქტიურ მუშაობას აგრძელებს და  დღის ბოლომდე ზარალის შესახებ   მონაცემები რეგიონის მასშტაბით დაზუსტება“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.


როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, დაზიანებული ვენახების დიდი ნაწილი დაზღვეულია, შესაბამისად  მესაკუთრეებს  ზარალი აუნაზღაურდებათ. იმ მოსახლეობისთვის,  ვისაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაზღვეული არ ჰქონდა, ამ ეტაპზე სამწუხაროდ, კომპენსაციების გაცემაზე საუბარი არ არის.


„სახელმწიფომ არაერთი ღონისძიება გაატარა, იმისთვის, რომ სტიქიის დროს მოსახლეობისთვის ზარალის რისკი შემცირებულიყო. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო აგროდაზღვევის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც  დაზღვევის პრემიის 60 % სახელმწიფო ფარავს; დამონტაჟდა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები, რაც სახელმწიფოს დაახლოებით 14 მლნ ლარი დაუჯდა. სწორედ ამ სისტემის ფუნქციონირებამ, მიმდინარე წელს  30-ზე მეტი სტიქია აარიდა მოსახლეობას. სახელმწიფო რეალურად ცდილობს მოტივაცია გაუჩინოს მოსახლეობას დააზღვიონ საკუთარი სავარგულები და შეამცირონ რისკები“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.


 

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, მართალია სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან ჭურვების გაშვების მიუხედავად,  სტიქიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, მაგრამ ზარალი გაცილებით დიდი და მასშტაბური იქნებოდა აღნიშნული სისტემის არ არსებობის შემთხვევაში. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2274
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია