დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი 2800 წლის წინ გაკეთებული წარწერა ისევ მიწით დაფარეს
2015/08/22 09:14:59

გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი 2800 წლის წინ გაკეთებული წარწერა, რომელმაც შესაძლოა, მსოფლიო დამწერლობების აქამდე ცნობილი ისტორია შეცვალოს, სპეციალისტებმა ისევ მიწით დაფარეს.

 

უნიკალურ წარწერაზე სამუშაოების გაგრძელება ვერ ხერხდება. მიზეზი თანხების ნაკლებობა. ექსპედიციის ხელმძღვანელის თქმით, სამუშაოებისთვის საჭირო თანხების მარაგი ამ ეტაპზე ამოიწურა.

 

ექსპედიციის ხელმძღვანელმა კულტურის მინისტრისგან სამუშაოების დაფინანსების პირობა მიიღო. თუმცა, არავის დაუკონკრეტებია დრო, თუ ბიუჯეტიდან  თანხა როდის გამოიყოფა.

 

არქეოლოგიური სამუშაოებისთვის წელს თანხები რომ ამოიწურა, კარგად იცის კულტურის მინისტრმაც. მიხეილ გიორგაძე  აღმოჩენის დასაფინანსებლად თანხებს, სავარაუდოდ, მომავალ წელს მოიძიებს და სამუშაოებიც განახლდება.

 

ვიდრე 2016 წლის ბიუჯეტი დამტკიცდება, უძველესი წარწერის განადგურების საფრთხე ყოველდღიურად იზრდება. დღეს წარწერა, რომელიც გუშინ მიწის ზემოთ იყო, გაურკვეველი დროით ისევ მიწით დაფარეს.

 

წყარო: http://rustavi2.com/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5301
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია