დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროფესიულ კოლეჯებში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები (FABLAB) მოეწყობა
2015/08/21 17:32:25
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების (FABLAB)  მოწყობა საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამ თემაზე მორიგი სამუშაო მშეხვედრა გაიმართა.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის შეფასება, რის შედეგადაც, დაიგეგმება კონკრეტული სამუშაოები.  სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები აღჭურვილი იქნება თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიებით და კომპიუტერულად კონტროლირებადი ინსტრუმენტებით.

 

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ,,ფაბლაბების“ შექმნა გაზრდის პროფესიული განათლების ხარისხს და პროფესიულ სტუდენტებს განუვითარებს ისეთ კომპეტენციებს, რომლებიც დაეხმარება მომზადებულ კადრებს, ადგილი დაიმკვიდრონ სწრაფად და მუდმივად ცვალებად საერთაშორისო და ადგილობრივ შრომის ბაზარზე.

 

წყარო: http://mes.gov.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2277
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია