საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში წელს 122 სადარბაზო უნდა შეკეთდეს
2015/08/20 15:03:34

ქუთაისში ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში სადარბაზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნული პროგრამა თანადაფინანსების პრინციპით ხორციელდება. 90 % ადგილობრივი თვითმართველობის, 10% კი მოსახლეობის დასაფარი თანხით ივსება.

 

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამი კომპანია: შპს“გი-იან 2011“, შპს“ ჯიაისი“ და შპს“ ნიუ-იბერია“ ასრულებს. სულ ამ საქმისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 821 833 ლარი იხარჯება. მთლიანად პროექტით წელს 122 სადარბაზო უნდა შეკეთდეს. დღეს მსგავსი სამუშაოები ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე №17 კორპუსში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2069
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია