დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიამ ქალაქის ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად ფოტოკონკურსი გამოაცხადა
2015/08/20 14:57:33

ქუთაისის მერიამ ქალაქის ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად ფოტოკონკურსი გამოაცხადა. მერის ბრძანების შეიქმნა დროებითი კომისია, რომელიც წარდგანილ ნამუშევრებს შეაფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს.

 

კონკურსის მონაწილემ უნდა წარმოადგნოს ქუთაისის, მისი შემოგარენისა და იმერეთის ამსახველი მაღალხარისხიანი და ეფექტური ფოტომასალა ქუთაისის დადებითი ტურისტული იმიჯის შექმნისათვის.

 

ქუთაისის მერის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ფოტოებმა ეფექტურად უნდა წარმოაჩინოს ქალაქის ტურისტული პოტენციალი საინფორმაციო ბუკლეტებში, რომლებიც წარდგენილი იქნება საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში სხვადასხვა ტიპის გამოფენებსა და ფესტივალებზე. ფოტომასალა უნდა იყოს ეფექტური ვებ-გვერდზე, ბილბორდსა და სხვა სარეკლამო მატარებელზე.

 

ფოტოკონკურსის შეჯამებისათვის შექმნილი დროებითი კომისიის თავმჯდომარე ქალაქის მერი შოთა მურღულიაა, კომისიაში მერიის სამსახურების თანამშრომლები შედიან.

 

ფოტოკონკურსის პირობები და მოთხოვნები ქუთაისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

 

კონკურსი 18 აგვისტოს გამოცხადდა და ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადად 4 სექტემებრი განისაზღვრა. შედეგებს კომისია ერთი თვის ვადაში გამოაქვეყნებს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5236
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია