საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გელათის ქუჩა მტვერში აღარ „იხრჩობა“
2015/08/18 19:15:59

ქუთაისში საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროექტი გელათის ქუჩის სრული რეაბილიტაციაა, თუმცა პროცესი საკმაოდ გაჭიანურდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი არაერთხელ გახდა. ამ დღეებში კი უკვე დასრულდა ასფალტის გზის საფარის, პირველი ფენის დაგება, რამაც მოსახლეობას შეღავათი მისცა. 


პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 2 925 000 ლარით ფინანსდება. 

გელათის ქუჩაზე უკვე დაწყო გზის საფარის დაგება, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ქუთაისის მერი შოთა მურღულია საფიჩხიის მაჟორიტართან ერთად გაეცნო.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს „გზამშენი 21“ასრულებს. ასფალტის პირველი ფენა ერთ კვირაში დასრულდება და გზა გავლადი იქნება. 

გელათის ქუჩაზე სრულად შეიცვალა წყლის სისტემა. წყლით უზრუნველყოფილი იქნება ის ქუჩები, რომლებსაც წყალი არასოდეს არ მიეწოდებოდა. ასევე გაკეთდა საყრდენი კედლები, ბორდიურები, დახურული და ღია სანიაღვრე სისტემები, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.

„ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ინტენსიურად მიმდინარეობს. გელათის ქუჩა წელს ყველაზე მსხვილი პროექტია, რომელიც ქუთაისში ხორციელდება. დაახლოებით 3 კილომეტრი გზა კეთდება. ტურისტულ ობიექტებამდე მისასვლელი გზა ერთ თვეში სრულად რეაბილიტირტებული იქნება.“-აღნიშნა შოთა მურღულიამ.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2065
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია