დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეკლამა
ბილაინის აბონენტთა რიცხვი ერთი წლის მანძილზე 13 % ით გაიზარდა
2015/08/18 17:34:38

 

 

წამყვანი საერთაშორისო კომპანია  სატელეკომუნიკაციო სივრცეში შპს  ” ვიმპელკომი Ltd ”, 2015  წლის მეორე კვარტლის  ფინანსურ და საოპერაციო შედეგებს აქვეყნებს.

შედეგების მიხედვით, წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით  კომპანია ბილაინმა, რომელიც შედის „ვიმპელკომ  Ltd”-ს კომპანიათა ჯგუფში მომხმარებელთა ბაზა 13%-ით  გაზარდა და  1.3 მილიონ აბონენტს მიაღწია,რაც გამოწვეულია მომხმარებლისთვის მიმზიდველი პირობების შეთავაზებით.


კომპანიის მთლიანი  შემოსავალი  10 % ით გაიზარდა, ხოლო მობილური მონაცემთა შემოსავალი წინა წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა, რაც განაპირობა 4G/LTE-ს გაშვებამ 2015 წლის თებერვალში.


” სატელეკომუნიკაციო ბიზნესი მთელს მსოფლიოში განსაკუთრებით საინტერესო ფაზაში შევიდა, გაიზარდა ინტერნეტის მოხმარება და  ინტერნტის მოხმარებელთა რიცხვი,  ამიტომ კომპანიებიც ცდილობენ მაქსიმალურად კლიენტზე ორიენტრიებული და ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით  შექმნილი  მომსახურებები შესთავაზონ მომხმარებელს.


ჩვენ მოხარულები ვართ, იმ ფაქტით, რომ  კომპანია ბილაინის 2015 წლის  მეორეკვარტლის   შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია.  მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც კომპანიის წინაშე იდგა მთელი წლის განმავლობაში, ჩვენ შევძელით და მოგების დინამიკით დავასრულეთ ეს წელი.  რაც ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, საქართველოს ეკონომიკაში ჩვენს მიერ ჩადებულმა ინვესტიციამ, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული  მილიონი ა.შ.შ დოლარი შეადგინა.“ - განაცხადა  ბილაინის გენერალურმა  დირექტორმა გიორგი ტყეშელაშვილმა .

 

 

                                                                      ###

 

„ვიმპელკომი“ არის სატელეკომუნიკაციო სერვისების წამყვანი საერთაშორისო პროვაიდერი 14 ქვეყანაში,

რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. კომპანია უზრუნველყოფს ხმის და მონაცემე­

ბის გადაცემის სერვისს მთელი რიგი ტრადიციული და ფართოზოლოვანი მობილური და ფიქსირებული

ტექნოლოგიების მეშვეობით. 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჩვენმა ოპერაციებმა დაფარა

დაახლოებით 740 მილიონი ადამიანით დასახლებული ტერიტორია, და ამჟამად ჩვენ გვყავს 222 მილიონი მობილურის მომხმარებელი და 56,024 თანამშრომელი. ინფორმაცია ჩვენი კომპანიის საკუთრების სტრუქტურის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე:http://vimpelcom.com/Investor-relations/

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8241
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია